ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეიდან ყველა იმ პროცედურის განხორციელებას იწყებს, რომელიც 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ცესკო მოქალაქეებისთვის ყველა პირობას ქმნის, რომ მათ კენჭისყრის დღეს თავისუფლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება. მისივე თქმით, დღეს გამართულ ცესკოს სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკი, რომელიც დეტალურად ასახავს...
ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ცესკოს მიერ განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობა. „დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ...
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჯერ არ ჰყავს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პოსტი გელა დემეტრაძემ დატოვა, შტაბს დროებით ზურაბ ჩილინგარაშვილი ხელძღვანელობს. იგი ამავდროულად პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში. ამის შესახებ სამხრეთის კარიჭე წერს. „ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბმა მუშაობა ზურაბ ჩილინგარაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, შტაბის ძველი შემადგენლობიდან ვინ დარჩა პარტიის მხარდამჭერად და ვინ გაჰყვა...
„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა სისხლისსამართლებრივად დასჯადი იქნება. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, კანონპროექტის თანახმად, თუ პირი არამართლზომიერი გავლენის მოხდენას შეეცდება, ამისთვის პასუხისმგებლობის სახით სისხლისსამართლებრივი ჯარიმა, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება განსაზღვრული. „ჩვენს მიერ ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კოდექსში შედის ცვლილებები. კერძოდ, თუ რომელიმე...
აბასთუმანში, ელექტრომობილების პარკინგის მოსაწყობად, საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ტენდერში ისევ შპს „აბსოლუტ სერვისმა“ გაიმარჯვა. იგი საპროექტო დოკუმენტს 450 000 ლარად მოამზადებს. ზმი შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. დაბა აბასთუმნის შესასვლელში ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 1-ელ ივლისს გამოაცხადა, 19 აგვისტოს კი, ხელშეკრულება შპს აბსოლუტ სერვისთან გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები 450 000...
გორის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გორის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად მერიამ 4 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, ჯამში 126 397 ლარის ოდენობით. უწყებამ 14 სოფელში სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოებისთვის 4 ხელშეკრულება კომპანია "აგროტექსერვისს" გაუფორმა. წყლის სისტემა მოეწყობა შემდეგ სოფლებში: მღებრიანი, ტამი, თხილნარა, ბიისი, გაგლოაანთუბანი, ტუსრევი, ყველაანთუბანი, ლევიტანა, ქვემო ბოშური და ზემო ბოშური, ფიცესი, ახალშენი, მუმლაანთკარი და ზემო ქსოვრისი. როგორც ცნობილია, მერია პროექტს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამი”-ს ფარგლებში...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში "ბაკურიანის განვითარების სააგენტო" დაფუძნდა. ახალი სსიპ–ი დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის განვითარებაზე, დასუფთავებაზე, გამწვანებაზე, სანიაღვრე არხებისა და გზების მოვლა/პატრონობაზე იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ვინ უხელმძღვანელებს და რამდენი თანამშრომელი ეყოლება "ბაკურიანის განვითარების სააგენტოს", ამ ეტაპზე უცნობია. „სააგენტოს ხელმძღვანელი საკონკურსო წესით შეირჩევა და დანიშნავს ბორჯომის მერი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება, როგორც მერთან ასევე საკრებულოსთან, ამ ეტაპზე საშტატო ნუსხა...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე, იმ ადამიანთა რიცხვმა, ვინც მიიჩნევს, რომ მათი ოჯახის საკუთრებაში კურორტზე მიწის ნაკვეთი იყო და შესაბამისად ცდილობს ამ ნაკვეთის დარეგისტრირებას 5 ათასს გადააჭარბა - კონკრეტულად კი ამ წუთისათვის განაცხადი 5 408 ოჯახს აქვს შეტანილი და უფასო საკადასტრო აზომვით სამუშაოებს, შესაბამისად კი მიწის ნაკვეთის ოფიციალურად დარეგისტრირებას ითხოვს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. აღსანიშნავია, რომ გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ...
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტატნინე თავზარაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მუნიციპალური ავტობუსების სადგომი არ აშენებულა, ცრუ ინფორმაციას უწოდებს. თავზარაშვილის თქმით, ავტოსადგომის ტერიტორიაზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. რადიო "მოზაიკა" გორის მერის განცხადებას უცვლელად ავრცელებს: "გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება ცრუ ინფრმაციას, რომელიც ენმ-ს გორის ოფისმა და მთავარმა არხმა გორში ავტოსადგომის მშენებლობის შესახებ გაავრცელა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში და ნუ მიაწოდებენ საზოგადოებას ცრუ...
"ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელი ბესო კაიშაურის სოციალურ ქსელში ამომრჩეველთან შეხვედრების დროს გამოვლენილ ფაქტებზე საუბრობს და ამბობს, რომ გორის სოფლებში მოსახლეობა დაშინებულია. https://www.facebook.com/photo.php?fbid=1476914412500897&set=a.418982814960734&type=3 "რამოდენიმე დღეა კარდაკარ დავდივარ და მხარდამჭერებს ვეძებ „ლელო საქართველოსთვის„ ასევე, პაპუნა კობერიძისთვის, როგორც მაჟორიტარი პარლამენტის წევრობის კანდიდატისთვის. ამ სიარულში რამდენიმე არაჯანსაღ სიტუაციას წავაწყდი და იმავე სიტუაციების განმეორებადობის სიხშირემ გადამაწყვეტინა საჯარო განხილვის საგნად მექცია ეს ფაქტები და გარემოებები: 1. გამოიკვეთა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს ეშინიათ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან სახელმწიფო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ბიზნესის წარმომადგენლებს მასში მონაწილეობის მიღების წესები გააცნეს. მათივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ პროგრამა მიმართულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის სამშენებლო...
აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. დადგენილების პროექტი - „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“, რომელიც ბიუროს 23-ე სხდომაზე აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა, პლენარულ სხდომაზე განიხილება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით...
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა დღეს ზემო იმერეთში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად როსტომ ცარციძე წარადგინეს. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება და ამ პროცესების განვითარებას „თავისუფალი საქართველო“ ხელს აქტიურად შეუწყობს. „ჩვენი მხარდამჭერები საქართველოს ყველა რეგიონში არიან, მათ შორის ამ ულამაზეს კუთხეში, ამიტომაც ჩვენი ამომრჩევლების წინაშე დღეს წარვადგენთ ადამიანს, რომელიც მზად არის ზემო იმერეთის მოსახლეობის ინტერესები...
გორში საარჩევნო სააგიტაციო მასალის განსათავსებლად რკინის კონსტრუქციები დაიდგა. როგორც რადიო "მოზაიკას" გორის მერიაში უთხრეს, აღნიშნული კონსტრუქციები ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილას განთავსდა. "იმისთვის, რომ სააგიტაციო მასალა საარჩევნო სუბიექტებმა ქალაქში განათავსონ, დაიდგა ეს კონსტრუქციები, რადგან არ მოხდეს პლაკატების სხვადასხვა შენობებზე გაკვრა და არ დამახინჯდეს ქალაქის იერსახე",- განაცხადეს გორის მერიაში.
საქართველოს რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 6 სექტემბერს ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა იკრძალება. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიზეზი „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით დაგეგმილი აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატია. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ11-კმ19 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2020 წლის 6 სექტემბერს, 10:00...
"ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაცია პლაკატების ჩამოხევის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს და შსს ს რეაგირებისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ მასალებში ჩანს რომ ევროპული საქართველოს სააგიტაციო მასალა გორში სხვადასხვა ადგილასაა ჩამოხეული. ფოტოები ღამითაა გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. პარტიაში ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედებებით კონკრეტული ჯგუფები, საარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. "მოვუწოდებთ შსს-ს, რომ დაინტერესდეს ამ ფაქტით, რადგან თუ ამ ფაქტს უმნიშვნელოდ ჩავთვლით და ყურადღებას არ მივაქცევთ, ამით ხელი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ