გორის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა

424

გორის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გორის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად მერიამ 4 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, ჯამში 126 397 ლარის ოდენობით.

უწყებამ 14 სოფელში სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოებისთვის 4 ხელშეკრულება კომპანია “აგროტექსერვისს” გაუფორმა.

წყლის სისტემა მოეწყობა შემდეგ სოფლებში: მღებრიანიტამითხილნარა, ბიისი, გაგლოაანთუბანიტუსრევიყველაანთუბანილევიტანა, ქვემო ბოშური და ზემო ბოშური, ფიცესი, ახალშენი, მუმლაანთკარი და ზემო ქსოვრისი.

როგორც ცნობილია, მერია პროექტს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამი”-ს ფარგლებში ახორციელებს.