“ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელი ბესო კაიშაურის სოციალურ ქსელში ამომრჩეველთან შეხვედრების დროს გამოვლენილ ფაქტებზე საუბრობს და ამბობს, რომ გორის სოფლებში მოსახლეობა დაშინებულია.
მიმართვა ამომრჩევლებს.რამოდენიმე დღეა კარდაკარ დავდივარ და მხარდამჭერებს ვეძებ „ლელო საქართველოსთვის„ ასევე, პაპუნა…
Posted by Beso Kaishauri on შაბათი, 29 აგვისტო, 2020
“რამოდენიმე დღეა კარდაკარ დავდივარ და მხარდამჭერებს ვეძებ „ლელო საქართველოსთვის„ ასევე, პაპუნა კობერიძისთვის, როგორც მაჟორიტარი პარლამენტის წევრობის კანდიდატისთვის.
ამ სიარულში რამდენიმე არაჯანსაღ სიტუაციას წავაწყდი და იმავე სიტუაციების განმეორებადობის სიხშირემ გადამაწყვეტინა საჯარო განხილვის საგნად მექცია ეს ფაქტები და გარემოებები:
1. გამოიკვეთა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს ეშინიათ სამსახური არ დაკარგონ და ამიტომაც ვერ ბედავენ თავიანთი ნება, უფლება და თავისუფლება ღიად გამოხატონ და უშიშრად დააფიქსირონ;
2. ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ „ოცნება” ქვეყნის აღმშენებელია, ხოლო „ლელო„ და სხვა პარტიები ქვეყნის მტრობას, ნგრევასა და დესტრუქციას ემესახურებიან;
3. არიან ისეთებიც, რომლებიც არ არიან საჯარო სამსახურში, მაგრამ „ოცნებას” მხოლოდ იმიტომ აძლევენ ხმას, რომ შიშობენ და ფიქრობენ: „სხვა მაინც ვერ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და „ოცნებას” რომ ხმა მოვაკლო, ამით შეიძლება ნაცების წისქვილზე დავასხა წყალი და ვაითუ, მათ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლებაო:
4. გორელ ამომრჩეველთა უმეტესობა პაპუნა კობერიძეს პატივს სცემს, საუკეთესო კანდიდატათაც მიაჩნიათ, მაგრამ ხმას ვერ აძლევენ იმავე შიშით, რაც ზემოთ მოგახსენეთ, – „პაპუნა შესაძლოა ვერ გავიდეს და ხელისუფლების კანდიდატს რომ ხმა მოვაკლო, ნაციონალური მოძღაობის კანდიდატი გაიმარჯვებს და ამით სულ დავიღუპებითო„
5. არიან ისეთებიც, ვინც გაბრაზებით კარს გიხურავენ და გაიძახიან: „ვინც იყო, ვინც არის და ვინც იქნება, ყველას დედაო…„
ამ ხუთი მარაზმული სოციალური სიტუაციისა და რწმუნებულების მიმართ ჩემი მოსაზრება ასეთია:
1. თითოეული ჩვენთაგანი ხელისუფლებას ვირჩვთ არა ბატონებად, არამედ მსახურებად და ამას თუ პარადიგმის დონეზე გავითავისებთ, ხელისუფლებაც ვეღარ შეძლებს ჩვენს მანიპულირებას და დაყვედრებას: „სამსახური მოგეცი და ახლა ჩემი მსახურიც ხარ და მონაცო…„
აბა დაფიქრდით მეგობრებო, ჩვენი მსახურის მსახური როგორ ვიქნებით?! ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს ჩვენივე ცდნით, გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით და სხვათაშორის, ის ჩვენი მსახური ხელისუფლებაც ვერაფერს გააკეთებდა ჩვენს გარეშე.
ასე რომ, მსხვერპლის მდგომარეობიდან გადადით გადაწყვეტილების მიმღები პიროვნების მდგომარეობაში და პატივი ეცით თქვენს თავისუფალ ნებას, უფლებას და თავისუფლებას.
2. დავუშვათ, რომ „ოცნება„ ქვეყნის აღმშენებელია, როგორ ფიქრობთ, – 8 წლიანი მმართველობის შემდეგ არ სჭირდება ცვლილება ქვეყნის მართვას? არ არის საჭირო ახალი ხედვა, ახალი ძალა? ჰოდა, ეს ახალი ძალაა „ლელო საქართველოსთვის„ რომელიც ნაცვლად ოცნებისა, სტრატეგიულ მიზნებს ისახავს ქვეყნის აღმშენებლობისთვის და ამ მიზნების აღსრულების ძალაც შესწევს თვისი ძლიერი და პროფესიონალებით გამორჩეული გუნდით.
3. მეგობრებო, შიშის შიშითა და მგლის მოლოდინით როდემდე უნდა ვკანკალებდეთ უმოქმედოდ და გაუცნობიერებლად? ნუთუ ვერ ატყობთ, რომ ჩვენი მსხვერპლის მდგომარეობით მანიპულაციების ობიექტად ვიქეცით და სხვათაშორის, ჩვენი ამ მდგომარეობით მშვენივრად სარგებლობენ ნაცებიცა და ქოცებიც.
დალოცვილო, თუ არ გინდა და მაინც ირჩევ, ეს ხომ იგივეა რაღაც წამალი არ გინდოდეს, არ გჭირდებოდეს და მაინც სვამდე მხოლოდ იმიტომ, რომ ვადა გასდის და გადასაგდებად გენანება?
4. ახლა პაპუნა კობერიძის იმ პოტენციურ მხარდამჭერებს მინდა მივმართო, რომლებიც თავს იკავებენ თავისი ჭეშმარიტი ნებისა და სურვილის გამოხატვისგან, იმის შიშით, რომ ხელისუფლების კანდიდატს თუ ხმას მოაკლებენ ან მგელი შესჭამთ ან – მგლისფერი ძაღლი.
მეგობრებო, ჯობია ხმა დაკარგოთ, ვიდრე დაკარგოთ ღირსება და უნებურად სინდისმა ღალატად ჩაგითვალოთ თქვენი „გონიერი„ გადაწყვეტილება.
პაპუნა კობერიძის წარსული, მისი ღვაწლი, ცოდნა, გამოცდილება და პიროვნული ღირსებები საუკეთესო მაჩვენებელია მისი კანდიდატურისადმი მხარდაჭერისათვის და ამ მხარდაჭერით სიკეთის ქმნისა და მომკისათვის;
5. მეხუთე კატეგორიის ამომრჩევლებს ვურჩევ აღარ იწუწუნონ არსებულ პრობლემებზე, რადგან ისინი შეგნებულად არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ამით ფეხებზე იკიდებენ ქვეყნის, ოჯახის და საკუთარი თავის ბედსა და მომავალს.
ყველამ ჩვენ-ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ქვეყნის აღმშენებლობაში და თუ არსებული არ მოგვწონს, იქაც ვეძებოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ჩვენი უმოქმედობის, გაუცნობიერებელი არჩევნებისა და ტოტალური უპასუხისმგებლობის შედეგების მიმართ”, – წერს ბესო კაიშაური.