გორში საარჩევნო სააგიტაციო მასალის განსათავსებლად რკინის კონსტრუქციები დაიდგა

320

გორში საარჩევნო სააგიტაციო მასალის განსათავსებლად რკინის კონსტრუქციები დაიდგა.

როგორც რადიო “მოზაიკას” გორის მერიაში უთხრეს, აღნიშნული კონსტრუქციები ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილას განთავსდა.

“იმისთვის, რომ სააგიტაციო მასალა საარჩევნო სუბიექტებმა ქალაქში განათავსონ, დაიდგა ეს კონსტრუქციები, რადგან არ მოხდეს პლაკატების სხვადასხვა შენობებზე გაკვრა და არ დამახინჯდეს ქალაქის იერსახე”,- განაცხადეს გორის მერიაში.