გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 10 ტენდერზე მეტი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სკვერის მოწყობის სამუშაოები, სასმელი წყლის რეაბილიტაცია, ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, სპორტული მოედნის მოწყობა - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მოეწყობა სპორტული მოედანი, გორში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე და მუნიციპალიტეტის 2 სოფელში გაკეთდება სკვერი. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლის განხორციელებაც აღნიშნული ტენდერებით...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მისამართით გაცემული რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ფაქტებზე სახელმწიფოს ექნება მყისიერი რეაგირება, მათ შორის, შესაძლოა, საგანმანათლებლო დაწესებულებაც დაიკეტოს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „არაერთხელ, ჩემს კომუნიკაციაში, ვეცადე განმემარტა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარი პასუხისმგებლობა ავიმაღლოთ და რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. რა...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურმა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 24 სხვადასხვა რეკომენდაცია მისცა, საიდანაც უწყებამ მხოლოდ 11 შეასრულა, 5 საერთოდ არ შეასრულა და 8 ნაწილობრივ შეასრულა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. რეკომენდაციების ნაწილი ეხებოდა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს, ასევე დირექტორის მოადგილეებს, თანამშრომელთა ხელშეკრულებებს და ა.შ. "მონიტორინგის ჯგუფის მიერ უნდა შემუშავდესმონიტორინგზე გასვლის გეგმა-გრაფიკი ისე, რომ მთელი წლის განმავლობაში მოხდეს სკოლამდელი საჯარო...
საარჩევნო ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები ერთიან საარჩევნო შტაბს შექმნიან. შტაბის ხელმძღვანლის, პაატა დავითაიას ცნობით, ოპოზიციური პარტიები შტაბისთვის ერთიან ოფისს აიღებენ, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს. შტაბის ფუნქცია არჩვნებამდე და არჩევნების დღეს ყველა დარღვევის აღკვეთა იქნება, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩევლის ხმები დაიცვან. "ჩვენ ჩავატარებთ სპეციალურ ტრეინინგებს პოლიტიკური პარტიებისათვის, რომლებსაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევეცდებით გავაკეთოთ, რათა მომავალში უფრო...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიასა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ალტერნატიული წინადადებები ჩავარდა. ოპოზიციური ფრაქციის მიერ მომზადებული წინადადება გულისხმობდა საარჩევნო უბნებთან აგიტაციის აკრძალვას 50–მეტრიან რადიუსში, ასევე არჩევნების ფარულობის განსაზღვრასა და დარღვევებზე სანქციების დაწესებას. რაც შეეხება დეპუტატ ეკა ბესელიას ალტერნატიულ პროექტს, ის საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევებს შემთხვევაში, ბიულეტენების...
გორის ცენტრში სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულების მშენებლობას კიდევ 8-9 თვიანი პერიოდი დასჭირდება, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" ობიექტის მეპატრონემ მიაწოდა. გიორგი ჯალაბაძის განმარტებით, სამშენებლო პროცესი გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მისივე თქმით, სამუშაოების განხორციელებას ხელი პანდემიამ შეუშალა. "სამუშაოები ახალ წლამდე დასრულდებოდა თავისი რემონტით და ყველაფრით, მაგრამ სამწუხაროდ მოგვიწია შეფერხება პანდემიის გამო. ახლა, როცა უკვე ძველი ტემპით გაგრძელდება სამუშაოები, 8-9 თვეში მთლიანად...
გორში, "ლობჭაბუკის"  სკვერთან მდებარე ტურისტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. როგორც კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში ამბობენ, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. "შენობა სრულად დასრულდა და ამჟამად უნდა დაიწყოს შიდა სამუშაოები. ჯერჯერობით შენობის გახსნის ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ უახლოეს პერიოდში გაიხსნება", - გვითხრეს ტურიზმის განყოფილებაში. ინფორმაციისთვის, ტურისტული ცენტრის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, სამუშაოები ევროკავშირის გრანტის ფარგლებში განხორციელდა.
ქვეყნის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტს - Log-in Georgia, მსოფლიო ბანკი 40 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა; პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. პროექტის შედეგად, ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს (მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში) შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული...
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კახიშვილის განცხადებით, ის მზად არის შეხვდეს ოპონენტებს, რომლებიც ისნის ოლქში იყრიან კენჭს, რათა შეთანხმების საფუძველზე, ერთიანი ძალებით ებრძოლონ ყველანაირ დარღვევას, რომელიც საარჩევნო პროცესს ზიანს მიაყენებს. როგორც კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასევე მზად არის შეხვდეს და კომუნიკაცია ჰქონდეს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც საარჩევნო დამკვირვებელი, რათა არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულად...
2 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, პირველად შედგა საზაფხულო შესვენების შემდეგ. ერთ-ერთ  უმთავრეს საკითხზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შესახებ“, საფინანსო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. მან თქვა, რომ სულ  ოზურგეთის ბიუჯეტი მილიონ, 418 441, 88 ლარით შემცირდება. დეპუტატმა ლელა საჯაიამ დასვა კითხვა, ხომ არ მოხდება ამის გამო შეფერხება, დაჯილდოვდეს 17 ოზურგეთელი აბიტურიენტი, ...
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მურთაზ ზოდელავა დაასახელა. მისი კონკურენტი მმართველი პარტიიდან ირაკლი ხახუბია იქნება,"ევროპული საქართველოდან" კი გიგა ბოკერია. მურთაზ ზოდელავა 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორი იყო. 2009-2010 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2008-2009 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობდა. 2007–2008 წლებში საქართველოს პროკურატურაში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსია. 2005–2007 წლებში...
ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა, ამის მიზეზად არჩილ მამულაძემ სხდომაზე პარტიის მიერ ბათუმში, განთავსებული ანტისახელმწიფოებრივი ბანერები დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. მამულაძე წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობას სავარაუდოდ, დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელებს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ის, რაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით „ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა, უკვე ასახულია კანონმდებლობაში. მისი თქმით, ხდება მხოლოდ გამკაცრება, რაც დარღვევების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. აღნიშნულის შესახებ გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კანონპროექტს განიხილავენ. „ის, რაც წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ მიერ, უკვე ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში. ერთადერთი სიახლე არის ის, რომ ხდება არსებული ნორმების გამკაცრება და ამ მუხლში...
„ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ამავე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. მკოიანმა რეგისტრაციისთვის საჭირო დეოკუმენტების ნაწილი გუშინ, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა. „ვაყენებ ჩემს კანდიდატურას და ვიცი, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა, მით უმეტეს, რომ საქართველოში, ჩემი ინფორმაციით, არ არიან დამოუკიდებელი კანდიდატები. დღეს ხალხს სურს, რომ ჩემი კანდიდატურა დავაყენო, ამას ხალხის თხოვნით...
"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან მავთულხლართების გავლების მორიგ ფაქტს ეხმიანება. ლანა გალდავა მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მოუწოდებს სასწრაფოდ აამოქმედოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი. "ოკუპანტები სოფელ ყარაფილასთან, საოკუპაციო ხაზებთან ახლოს, კვლავ ხნულებს ავლებენ. ძალიან ახლოს ბაქო-სუფსის ნავთობსადენია. მოქმედი ხელისუფლება ამაყობს, რომ მათი მმართველობის პერიოდში ომი არ ყოფილა....
“ქართული ოცნების“ მთავრობა არ იმჩნევს რუსულ ოკუპაციას, არ ახსენებს ქვეყანას, რომელიც ამ ოკუპაციის შემოქმედია ”, - ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. თეონა აქუბარდიას თქმით, ქვეყანას არ აქვს სწორი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მცოცავ ოკუპაციას შეაჩერებს. „ორი დღეა რუსი ოკუპანტი ავლებს მავთულხლართებს სოფელ ყარაფილაში და ემზადება დამატებითი ბორდერიზაციისთვის. 50 დღეზე მეტია ჩვენი სამი მოქალაქე გატაცებულია ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ცხინვალის იზოლატორშია და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ