საარჩევნო ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები ერთიან საარჩევნო შტაბს შექმნიან.
შტაბის ხელმძღვანლის, პაატა დავითაიას ცნობით, ოპოზიციური პარტიები შტაბისთვის ერთიან ოფისს აიღებენ, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს. შტაბის ფუნქცია არჩვნებამდე და არჩევნების დღეს ყველა დარღვევის აღკვეთა იქნება, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩევლის ხმები დაიცვან.
“ჩვენ ჩავატარებთ სპეციალურ ტრეინინგებს პოლიტიკური პარტიებისათვის, რომლებსაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევეცდებით გავაკეთოთ, რათა მომავალში უფრო კვალიფიციურად მოხდეს ხმების დაცვა. ჩვენ გვექნება კოორდინაცია უბნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – პაატა დავითაიას თქმით, უახლოეს დღეებში შტაბის პრეზენტაცია გაიმართება.
საუბარია შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30-მდე ოპოზიციური პარტია საკუთარ და ერთმანეთის ხმებს დაიცავს. ამ მიზნით ოპოზიციამ 24 აგვისტოს ხელი მოაწერა სპეციალურ მემორანდუმს. ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრების მონაწილე პარტიები თანხმდებიან, რომ ერთმანეთის ხმების დაცვაში ყველა უნდა ჩაერთოს. ისინი გაყალბების წინააღმდეგ კონკრეტულ მექანიზმებს განიხილავენ.
ლეიბორისტული პარტიიის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრები გრძელდება. შემდეგი შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის ოფისში გაიმართება.