გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 10 ტენდერზე მეტი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სკვერის მოწყობის სამუშაოები, სასმელი წყლის რეაბილიტაცია, ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, სპორტული მოედნის მოწყობა – ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
გორის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მოეწყობა სპორტული მოედანი, გორში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე და მუნიციპალიტეტის 2 სოფელში გაკეთდება სკვერი.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლის განხორციელებაც აღნიშნული ტენდერებით არის გათვალისწინებული:
სკრაში სპორტული მოედნის მოწყობა – მერიას აღნიშნული სამუშაოებისთვის 55 055 ლარი აქვს გათვალისწინებული.
გორში, ელიოზიშვილის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 74 395 ლარი;
აძვი-ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 596 650 ლარი;
ხელთუბანში სანიაღვრე სისტემის მოწყობა – 30 625 ლარი;
საყავრეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 42 125 ლარი;
გორში, სტალინის N10-ში სკვერის მოწყობა – 90 265 ლარი;
ქვახვრელში სკვერის მოწყობა – 102 455 ლარი;
ტინისხიდში სკვერის მოწყობა – 52 015 ლარი;
დიცში სპორტული მოედნის მოწყობა – 95 230 ლარი;
ჭალის დასახლებაში სკვერის მოწყობა – 30 510 ლარი.
ჯამში აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად მერიას 1 169 325 ლარი აქვს გათვალისწინებული.