ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა

389

ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა, ამის მიზეზად არჩილ მამულაძემ სხდომაზე პარტიის მიერ ბათუმში, განთავსებული ანტისახელმწიფოებრივი ბანერები დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

მამულაძე წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობას სავარაუდოდ, დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელებს.