ოზურგეთის ბიუჯეტი 1. 418 441,88 ლარით შემცირდა: „ეს არ შეაფერხებს წარმატებულთა დაჯილდოებას“

339

2 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, პირველად შედგა საზაფხულო შესვენების შემდეგ. ერთ-ერთ  უმთავრეს საკითხზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შესახებ“, საფინანსო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

მან თქვა, რომ სულ  ოზურგეთის ბიუჯეტი მილიონ, 418 441, 88 ლარით შემცირდება.

დეპუტატმა ლელა საჯაიამ დასვა კითხვა, ხომ არ მოხდება ამის გამო შეფერხება, დაჯილდოვდეს 17 ოზურგეთელი აბიტურიენტი,  აწ უკვე სტუდენტი, ვინც ასპროცენტიანი გრანტი მიღო.

როგორც ცნობილია, საკრებულოს დადგენილების თანახმად, ფულად ჯილდოს, 3 ათას ლარს,   ყოველ წელს იღებენ საჩუქრად წარმატებული აბიტურიენტები.

“ეს თანხა, სულ 68 ათასი ლარია და სეკვესტრი ბიუჯეტში არ შექმნის პობლემას, რომ  ჯილდო გადაეცეს წარმატებულ ახალგაზრდებს. პირიქით, ძალიან კარგი იქნება, დავგეგმოთ ლამაზი ღონისძიება მათ დასაჯილდოებლად. ვფიქრობ, ეს იქნება  სასიხარულო, როგორც პოზიციის,  ისე ოპოზიციისთვის”, – თქვა გია მამაკაიშვილმა.