გორის ცენტრში სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულების მშენებლობას კიდევ 8-9 თვიანი პერიოდი დასჭირდება, – ეს ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” ობიექტის მეპატრონემ მიაწოდა.
გიორგი ჯალაბაძის განმარტებით, სამშენებლო პროცესი გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მისივე თქმით, სამუშაოების განხორციელებას ხელი პანდემიამ შეუშალა.
“სამუშაოები ახალ წლამდე დასრულდებოდა თავისი რემონტით და ყველაფრით, მაგრამ სამწუხაროდ მოგვიწია შეფერხება პანდემიის გამო. ახლა, როცა უკვე ძველი ტემპით გაგრძელდება სამუშაოები, 8-9 თვეში მთლიანად დასრულდება და ალბათ მომავალი წლის ზაფხულისთვის უკვე შევძლებთ გახსნას”, – ამბობს გიორგი ჯალაბაძე.
კომპანია, რომელმაც საცურაო აუზი ძველი მფლობელებისგან შეიძინა შპს “ჰელსია”. მისი წარმომადგენელი გიორგი ჯალაბაძე კი ახალი ბაზრის მესაკუთრე და შპს “ვარსკვლავის” მეწილეა, რომელიც გორში რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს აშენებს