გორში ტურისტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა

401

გორში, “ლობჭაბუკის”  სკვერთან მდებარე ტურისტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. როგორც კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში ამბობენ, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“შენობა სრულად დასრულდა და ამჟამად უნდა დაიწყოს შიდა სამუშაოები. ჯერჯერობით შენობის გახსნის ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ უახლოეს პერიოდში გაიხსნება”, – გვითხრეს ტურიზმის განყოფილებაში.

ინფორმაციისთვის, ტურისტული ცენტრის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, სამუშაოები ევროკავშირის გრანტის ფარგლებში განხორციელდა.