გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურმა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 24 სხვადასხვა რეკომენდაცია მისცა, საიდანაც უწყებამ მხოლოდ 11 შეასრულა, 5 საერთოდ არ შეასრულა და 8 ნაწილობრივ შეასრულა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
რეკომენდაციების ნაწილი ეხებოდა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს, ასევე დირექტორის მოადგილეებს, თანამშრომელთა ხელშეკრულებებს და ა.შ.
“მონიტორინგის ჯგუფის მიერ უნდა შემუშავდესმონიტორინგზე გასვლის გეგმა-გრაფიკი ისე, რომ მთელი წლის განმავლობაში მოხდეს სკოლამდელი საჯარო დაწესებულებების შემოწმება/კონტროლი”,- ნათქვამია შიდა აუდიტის დასკვნაში.
მიღწეულ შედეგებზე საუბრისას, ანგარიშში ნათქვამია, რომ შემოწმების შემდეგ,განახლდა და რეალურ თანხვედრაში მოვიდა აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებული ობიექტების დებულება/წესდებები და შინაგანაწესი.