საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა “ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე”, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.
საქართველოს მელიორაციის ცნობით, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.
მათივე ინფორმაციით, 4 სექტემბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან...
წინა სტატია
პრემიერმინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის გადაწყვეტილებით, საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები ჩამოყალიბდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები, თავშესაფრის შემდგომი პროგრამები ძალადობა გამოვლილი ადამიანების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკების აღმოფხვრა და სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები, - ამ საკითხებზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ...
ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, რაც თითოეულ ადგილობრივზე დადებითად აისახება.
,,ქუჯის ქუჩაზე ვიმყოფებოდით, სადაც ადგილობრივებს შევხვდით. ყველას უხარია, რომ ზუგდიდში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, რაც თითოეულ ზუგდიდელზე დადებითად აისახება. ქალაქში წყლისა და წყალარინების პროექტების განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, თუმცა ზუგდიდს მალე სრულად განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ექნება, მხოლოდ წელს 60 ქუჩა...
კასპის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით მართლაც დიდი პონტენციალია , - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
ხოჯევანიშვილის თქმით, კასპსა და გორში არაერთი გამოწვევაა, რომლის დაძლევაც თანმიმდევრულად უნდა მოხდეს, ყველაზე განსაკუთრებული სიმძაფრით კი კასპისა და გორის რაიონში დევნილების საკითხი და ოკუპაცია იგრძნობა.
„ჩვენი ქვეყნის ძლიერებაზე, განათლებაზე, განვითარებაზე ყოველთვის ზრუნავდნენ აქაური თავისუფლებისმოყვარე, მშრომელი, გაუტეხელი და პატრიოტი...
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ გადაიხედება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ.
"ვიცი, რომ ამ დიფერენცირებაში არის უხერხული მომენტი და ამაზე ვმუშაობთ ახლა. მიმდინარეობს მუშაობა ამ რეგულაციის გადახედვაზე, მაგრამ პირველ ეტაპზე ეს საჭირო იყო. თვითიზოლაციაში, სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამემამულეები, ყველა დარღვევა იყო ჩვენს თანამემამულეებში. უცხოელებს არცერთი დარღვევა...
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. კანონპროექტის დამტკიცების პროცესს არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული.
აღნიშნული ქმედებები ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო...
"ლელო" მმართველ გუნდს ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ლევან სამუშიას თქმით, პარტიის წარმომადგენელ მანანა სულთანიშვილს მმართველი პარტიიდან პირდაპირ ემუქრებიან.
საკითხზე ისაუბრა თავად სულთანიშვილმაც, ქალი ჰყვება, რომ მისგან სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მუშაობა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალური დახმარების შეწყვეტითა და უფასო სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვით დაემუქრნენ.
"ლელო საქართველოსთვის" დაუყონებლივ სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.
ბრალდებას "ქართულ ოცნებაში" გამოეხმაურნენ.
რიმა ბერაძის მიმართ რამე ბრალდების არ მჯერა. ყველა, ვინც იცნობს ამ...
წინა სტატია
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ვალერიან გირკელიძე და მისი მეუღლე ნანა ცხვედიანი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსი-ს პრესსამსახურებს. ორივე სამსახური უარყოფს მათ დაკავებას.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ვალერიან გირკელიძეს, რომლის ტელეფონზეც მისმა მეუღლემ გვიპასუხა:
„არ ვართ დაკავებულები, ვართ სასამართლო პროცესზე გამოძახებულები მოწმის სტატუსით. ჩვენთვის გაუგებარია აქ რა გვინდა, რადგან დაკავებულ ლ.მჟავიას...
2 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, როცა განიხილეს საკითხი, სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ, სადისკუსიოდ იქცა, საბავშვო ბაღების შენობებზე და ღობეებზე სააგიტაციო მასალების გაკვრა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
საკრებულოს წევრების წინააღმდეგობის შედეგად, სხვადასხვა შენობა-ნაგებობების, სახელმწიფო ხელისუფლების თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების, პროკურატურის და პოლიციის შენობების გარდა, სააგიტაციო მასალების გაკვრა აიკრძალა საბავშვო ბაღების შენობებსა და ღობეებზე.
"ამ პანდემიის პირობებში, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ საბავშვო...
კომუნიკაციების კომისიამ „მედიაკავშირი ობიექტივი” და „გირჩი ტვ” ეთერში პოლიტიკური რეკლამების არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს არაწინასაარჩევნო პერიოდში. ტელევიზიებს საარჩევნო რეკლამის განთავსების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, კერძოდ, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყონ ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსება.
“საქმე ეხება პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებს, რომლებიც...
წინა სტატია
ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, წყალსადენის სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. სამუშაოების შესყიდვაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სოფელს წლებია წყლის პრობლემა აქვს და ადგილობრივებს 12 კილომეტრის გავლა უწევთ მუნიციპალიტეტის ცენტრამდე, წყლის წამოსაღებად. მათი ნაწილი კი, ვისაც ტრანსპორტი არ აქვს, რათა დასალევად და ყოველდღიური მოხმარებისთვის დიდი კასრებით და სხვადასხვა მოცულობის ჭურჭლით მოზიდოს წყალი, დღემდე წვიმის წყალს მოიხმარს.
შესყიდვის სავარაუდო...
მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
მარტვილის მერიის ცნობით, ბანძის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სულ გამოიყო 52 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, გამოვლინდა პრიორიტეტები.
ამ დროისთვის, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები: მოსაცდელის მოწყობა, საპირფარეშოს მშენებლობა და ლეკეკელეში გარეგანათების მოწყობა.
ბანძაში, კერძოდ ლევახანეში ორი ხიდ-ბოგირისა და წყალსაწრეტი არხის მოწყობის სამუშაოები...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ზუგდიდის სამაჟორიტარო ოლქში თავის კონკურენტებად იმ პრობლემებს განიხილავს, რომლებიც „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში დააგროვა“.
უგულავას თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდის ოლქში მაჟირიტარობის კანდიდატად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას შესაძლო წარდგენაზე შეფასებას იქამდე ვერ გააკეთებს, ვიდრე აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდება.
„მე ჭორებზე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ, როდესაც დადასტურდება, საუბარი შეიძლება შემდეგ. ზოგადად...
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, მოეწყობა ხიდ-ბოგირი და რკინაბეტონის სანიაღვრე არხი.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 41167 ლარს შეადგენს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის ხევის, რომელიც მოსახლეობას სტიქიური მოვლენების დროს საფრთხეს უქმნის, დამცავი გაბიონის მშენებლობისთვის ადგილობრივმა მერიამ ტენდერი გუშინ გამოაცხადა. პროექტის ჯამური ღირებულება 391 ათასი ლარია.
ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მდინარე კაბალის მარცხენა ნაპირზე, დაახლოებით 300 მეტრ ნაპირსამაგრ გაბიონს მოაწყობს. მისივე თქმით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად თავიდან იქნება აცილებული უამინდიბის დროს სოფლის დატბორვის რისკები.
ტენდერამდე მდინარე კაბალის დიდი ნაწილი ინერტული მასალით შეივსო. მერიამ უკვე უზრუნველყო ხევის ერთი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.
მარნეულის მერია შაუმიანში სასმელი წყლის ქსელის მოწყობას 1 826 765 ლარად გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შაუმიანში სასმელი წყლის გასაყვანად სოფელში ასფალტის საფარის დემონტაჟი გახდება საჭირო. სასმელი წყლის მილების გაყვანის შემდგომ კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, რომ ასფალტის საფარი დააგოს.
„დაქლორვის სადგურის ადგილია წყლის რეზერვუარი, რომელიც განთავსებულია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































