გიგი უგულავას განცხადებით, ზუგდიდში კონკურენტებად იმ პრობლემებს განიხილავს, რომლებიც „ივანიშვილის ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში დააგროვა“

625

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ზუგდიდის სამაჟორიტარო ოლქში თავის კონკურენტებად იმ პრობლემებს განიხილავს, რომლებიც „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში დააგროვა“.

უგულავას თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდის ოლქში მაჟირიტარობის კანდიდატად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას შესაძლო წარდგენაზე შეფასებას იქამდე ვერ გააკეთებს, ვიდრე აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდება.

„მე ჭორებზე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ, როდესაც დადასტურდება, საუბარი შეიძლება შემდეგ. ზოგადად ჩემი კონკურენტები არიან აქ ის პრობლემები, რომლებიც დააგროვა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის ნეპოტიზმი, ეს არის კრიმინალი, კონტრაბანდა, განუკითხაობა და ტოტალური უპატრონობა, რაც, სამწუხაროდ, სუფევს ზუგდიდში და არამარტო. რეალურად, როდესაც ვსაუბრობთ კონკურენტებზე, კონკურენტები არიან ეს პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.