სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 24 000 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 2 955 139 ლარი შეადგინა

397

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა “ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე”, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.

საქართველოს მელიორაციის ცნობით, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

მათივე ინფორმაციით, 4 სექტემბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 24 000 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 2 955 139 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.