ნოჯიხევში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

705

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, მოეწყობა ხიდ-ბოგირი და რკინაბეტონის სანიაღვრე არხი.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 41167 ლარს შეადგენს.