ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაბალის დამცავი გაბიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

439

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის ხევის, რომელიც მოსახლეობას სტიქიური მოვლენების დროს საფრთხეს უქმნის, დამცავი გაბიონის მშენებლობისთვის ადგილობრივმა მერიამ ტენდერი გუშინ გამოაცხადა. პროექტის ჯამური ღირებულება 391 ათასი ლარია.

ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მდინარე კაბალის მარცხენა ნაპირზე, დაახლოებით 300 მეტრ ნაპირსამაგრ გაბიონს მოაწყობს. მისივე თქმით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად თავიდან იქნება აცილებული უამინდიბის დროს სოფლის დატბორვის რისკები.

ტენდერამდე მდინარე კაბალის დიდი ნაწილი ინერტული მასალით შეივსო. მერიამ უკვე უზრუნველყო ხევის ერთი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები.