სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. სოციალური პროგრამა უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სრულ დაფინანსებას გულისხმობს (სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად). წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციით, 2020 წლის 7 სექტემბრიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე, ელექტრონულ პორტალზე:...
კარანტინის ვადის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, კარანტინის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა. პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო დავალება, რომ აღნიშნულ საკითხზე კვლევა ჩაატარონ. „ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს დავალება, კარანტინის დროის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზონ....
პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში წარდგენას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ისინი პარტიის მთავარ პრინციპად საზოგადოებისთვის ღირსეული კანდიდატების წარდგენას ასახელებენ. საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სახელით ქუთაისში თორნიკე მარჯანიშვილი იბრძოლებს; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში ნინო ბრეგვაძე; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში დავით შალამბერიძე; რაც შეეხება სამტრედიას, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქს, აქ ალექსანდრე ჩიქოვანი დასახელდა. პარტიის გენერალურმა...
თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 6 სექტემბერს ზუგდიდში, „თხილობა 2020“-ზე შეკრებილ მოქალაქეებს. პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი აქტიურობა მოსთხოვონ. „ამ ქვეყანას მარტივად შეუძლია, კარგი მუშაობით თხილის ექსპორტი გააორმაგოს. ჩვენ 100 ათასი ტონა ხარისხიანი თხილი უნდა მოვიყვანოთ. ამისთვის ბაღებია გასაშენებელი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ უფრო ეფექტურად უნდა...
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. „ღია და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა დროებითი წევრების არჩევის პროცესი, რომელსაც აკვირდებოდა რვა სამოქალაქო ორგანიზაცია და ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დამკვირვებლები, ცესკოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევას ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში ადევნებდნენ თვალს“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცესკომ პირველ სექტემბერს, არჩევნების...
დიდუბე-ჩუღურეთში საინიციატივო ჯგუფის სახელით დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის კენჭს. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, პოლიტიკური ტაიმაუტი დაასრულა და პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება. „მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის წინ პოლიტიკური ტაიმაუტი ავიღე და დრო მთლიანად დავუთმე სახალხო დიპლომატიის სამოქალაქო პლატფორმის შექმნას, დიასპორულ ორგანიზაციებთან, საქართველოდან წასულ თანამემამულეებთან საქმიან და სასარგებლო კონტაქტების ძიებას, ვთვლი, რომ მთელი ეს წლები სწორედ პოლიტიკური კლასის ამაღლებასა და უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენას...
წინა სტატია „ლელოს“ წევრ გიორგი გლურჯიძეზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.დ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება...
სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალქევის ისტორიულ ციხე-ქალაქთან “ევროპული საქართველოს” ორგანიზებით, უჩვეულო ღონისძიებაა გამართული, სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე 600 კაცზე გათვლილი სუფრაა გაშლილი. ღონისძიება, რომ პარტიის ორგანიზებით იმართება, ამას “ევროპული საქართველოს” სენაკი-ხობი-ფოთის ოლქის შტაბის ხელმძღვანელი, ლაშა დამენიაც ადასტურებს და აცხადებს, რომ ღონისძიებაზე პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს ელოდებიან. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ პარტიის წევრებზეა გათვლილი. ამ წუთებისთვის, მიმდინარეობს...
პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში "ღვთისა და ერის წინაშე" დაიფიცა, რომ მას და დავით თარხან-მოურავს რუსული ფული არასდროს აუღიათ. „პარლამენტის წევრი რომ გავხდი, ფიცი დავდე. ვიღაცისთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივი რიტუალია, ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იქ ვთქვი, რომ „მე საქართველოს პარლამენტის წევრი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, დავიცავ ჩემს ქვეყანას, სახელმწიფო ინტერესებს“. ახლა ეთერში საჯაროდ ვამბობ, მე –...
პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თბილისის ერთ-ერთი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში ილაპარაკა. „საგარეჯოს და დედოფლის წყაროს საპატიო მოქალაქე ვარ, მაგრამ კენჭს თბილისში ვიყრი“, - აღნიშნა ინაშვილმა. მისი თქმით, 8 სექტემბერს დაგეგმილ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, კონკრეტულად დედაქალაქის რომელ უბანში დააყენებს მაჟორიტარ დეპუტატად თავის კანდიდატურას. "ჩვენს სიაში ძალიან...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე მთავარი არხის ეთერში აცხადებს, რომ მას უთვალთვალებენ. "მანამდეც არ გვაკლდა თვალთვალი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ძალიან სერიოზული საფრთხე დაინახეს, მე რამდენიმე დღის წინ მივიღე ძალიან ვრცელი შეტყობინება, ფურცელზე დაწერილი შეტყობინება... ოპერატიული მანქანის ნომრებია ჩამოთვლილი, როგორ გვითვალთვალებენ მე, ჩემი ოჯახის წევრებს. მათ შორის, ჩემს მეგობრებსაც პარტიაში და იმ ლიდერებს, ვინც არიან პარტიაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს...
2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ცესკო-ს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. „შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა) და შესაბამისად, იწყება პარტიული სიების...
წინა სტატია შემდეგი სტატია „ლელოს" ერთ-ერთ აქტივისტზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობას გულისხმობს. თბილისში, დიღმის მასივში “ლელოს” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი გლურჯიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ამის შესახებ პარტიის წევრები თავად ავრცელებენ. პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი გლუნჩაძეს სამი პირი თავს დაესხა. “ლელოში” მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ...
წინა სტატია თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ევროპული საქართველოს" არჩევნებიდან მოხსნის საკითხი არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ბადრი შონიამ აღნიშნა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ევროატლანტიკური საბჭოს ვექტორის" თავმჯდომარის, სერგო ჯავახიძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია რეგისტრაციაში კანონის სრული დაცვით გაატარა. მოსარჩელეს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში 2 დღის ვადაში შეუძლია. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საკითხზე დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მსჯელობდა. როგორც მოსარჩელე...
პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა სასტუმრო "სტამბაში" თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რეფორმერიდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" ლიდერმა თორნიკე ჯანაშვილმა ოფიციალურად გახსნა პარტიის საარჩევნო კამპანია და პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „რეფორმერი არის პლატფორმა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, რომ ქვეყანაში განახორციელო რეალური ცვლილებები. ზუსტად ამ პრინციპით შეირჩა ჩვენი კანდიდატები. ეს იყო პარტიის კანდიდატების შერჩევის სრულიად განსხვავებული,...
შემდეგი სტატია თბილისის საქალაქო სასამართლო პარტია „ევროპული საქართველოს" არჩევნებიდან მოხსნის საკითხზე მსჯელობს. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს. როგორც სხდომის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, სარჩელით სასამართლოს მოქალაქე სერგო ჯავახიძემ მიმართა. მისივე თქმით, სარჩელი აბსურდულია და არანაირი საფუძველი პარტიის არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე არ არსებობს. „როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ და სუს-ის პროვოკატორებს სურთ „ევროპული საქართველო" მოიხსნას არჩევნებიდან. ამას ეხება ეს სარჩელი, რომელიც იურიდიულად სრულიად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ