სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალქევის ისტორიულ ციხე-ქალაქთან “ევროპული საქართველოს” ორგანიზებით, უჩვეულო ღონისძიებაა გამართული, სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე 600 კაცზე გათვლილი სუფრაა გაშლილი.
ღონისძიება, რომ პარტიის ორგანიზებით იმართება, ამას “ევროპული საქართველოს” სენაკი-ხობი-ფოთის ოლქის შტაბის ხელმძღვანელი, ლაშა დამენიაც ადასტურებს და აცხადებს, რომ ღონისძიებაზე პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს ელოდებიან. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ პარტიის წევრებზეა გათვლილი. ამ წუთებისთვის, მიმდინარეობს ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები.
“მოხალისეები, რომლებიც იმუშავებენ ევროპული საქართველოს შტაბში ამ სამ რაიონში, რომელიც ერთ ოლქად არის წარმოდგენილო მათი შეკრებაა, მათი შეხვედრაა. ჩამოდის პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია ხვდება ამ ადამიანებს და ეგაა მთავარი ღონისძიება. დაცულია უსაფრთხოება კოვიდ19-თან დაკავშირებით, გავლილი გვაქვს ყველაფერი, ამიტომაც გაკეთდა ღია სივრცეში. ესენი თავისთავად, ამომრჩევლები არიან, მაგრამ ამომრჩევლები არ არის. დღეს არიან კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც შტაბში იმუშავებენ ოფიციალურად. სუფრა ეს ჩვეულებრივ, ტრადიციისამებრ, ყველამ დავთქვით, რომ გავაკეთოთ ერთი ეგეთი რაღაცა, რომ გზას დავულოცავდით ჩვენს წამოწყებას. ეს იმართება ჩვენს მიერ შეგროვილი თანხით”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” სენაკი-ხობი-ფოთის ოლქის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ.
კოორდინატორებთან ერთად ადილზე, პარტიის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და თავად მაჟორიტარობის კანდიდატს გიგა ბოკერიას ელოდებიან.