პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში წარდგენას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ისინი პარტიის მთავარ პრინციპად საზოგადოებისთვის ღირსეული კანდიდატების წარდგენას ასახელებენ.
საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სახელით ქუთაისში თორნიკე მარჯანიშვილი იბრძოლებს; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში ნინო ბრეგვაძე; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში დავით შალამბერიძე; რაც შეეხება სამტრედიას, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქს, აქ ალექსანდრე ჩიქოვანი დასახელდა.
პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა პარლამენტის გადატანაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა გონივრული გადაწყვეტილება იყო.
ცოისთვის, უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა, რომლებმაც მმართველი პარტიის რიგები დატოვეს და დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, ახალი პოლიტიკური პარტია ივნისში შექმნეს.
„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილია, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კი ზვიად კვაჭანტირაძე. ამავე პარტიაში არია და სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობებს დაიკავებენ მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.
პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ წინასაარჩევნო პროგრამა აგვისტოს დასაწყისში წარადგინა. პარტიის საარჩევნო პროგრამა ეფუძნება გაერო-ს განვითარების 17 გლობალურ მიზანს.