საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი აცხადებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის გამოყოფილი სწავლის საფასური ოქტომბრის თვისთვის ​გადაერიცხებათ. ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იმ სტუდენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური სრულად, სახელმწიფო გრანტის შესაბამისად დაუფინანსდებათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნით საპროტექტო აქცია გაიმართა, სადაც სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლის დროს ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. აქციის მონაწილეებს პოლიცია ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება. სოფელ ნაცატუს მცხოვრებლებმა საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნით აქცია მანამდეც გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენჯერმე მიმართეს გზის დაგების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ყურადღება არვის მიუქცევია და პრობლემა...
"ევროპული საქართველოს“ ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანო გზა კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან „ის შეამცირებს წყნეთი-ბაგებიდან მომავალი მანქანების ზეწოლას თამარაშვილის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ ისედაც გაიზარდა დატვირთვა“. ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის გაჩერებული მშენებლობის შესახებ ხოშტარიამ ბრიფინგი ჩაატარა. როგორც ხოშტარიამ განაცხადა, თამარაშვილის ქუჩაზე საავტომობილო ნაკადის ზრდასა და მოსალოდნელ კოლაფსზე თბილისის მერია...
კარანტინში ყოფნის ვადის 8 დღემდე შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას, უწყებათაშორისი საბჭო სავარაუდოდ, დღეს მიიღებს. მთავრობის ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომის გამართვა დღესაც იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კარანტინის ვადის 8 დღემდე შემცირების შემთხვევაში, კარანტინსა ან თვითიზოლაციაში მყოფ პირს, საკარანტინე სივრცის დატოვებიდან მომდევნო 72-72 საათში PCR ტესტის ჩატარება 2-ჯერ მოუწევს. მისივე თქმით, საკარანტინო რეჟიმის 12-იდან 8 დღემდე შემცირება, ოპტიმალური მოდელია. „სულ არის ორი მექანიზმი...
ნაძალადევის რაიონს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ილურიძის ქუჩა N103-ში ფეხბურთის ახალი მოედანი მოეწყო. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტალში არსებულ მინი სტადიონს. პროექტის ფარგლებში, ორივე მოედანზე ახალი მავთულბადეები და ფეხბურთის კარები დამონტაჟდა, ასევე, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი. ზღვის უბანში რეაბილიტირებული მოედნის ფართობი 520 კვ.მ-ია, ილურიძის ქუჩის ახალი მინი სტადიონის კი - 470 კვ.მ. სპორტული მოედნები...
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან მეექვსე მიკრორაიონის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სრულდება. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 138 000 ლარი არის გათვალისწინებული.
ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED განათების სისტემა მონტაჟდება. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს, შეიცვლება განათების დაახლოებით, 180 ბოძი. თანამედროვე სტანდარტების LED განათების სისტემის დამონტაჟებამდე, რომლის ღირებულება დაახლოებით, 1 200 000 ლარია, ჭავჭავაძის გამზირზე სრულად შეიცვალა გარეგანათების ქსელი და ელექტროსადენები მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები მიწისქვეშა კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და...
"ნაციონალური მოძრაობა" და "ძალა ერთობაშია" ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგენენ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერმინისტრობაზე. ყველა დანარჩენ საკითხზე საღამოს უპასუხებს პრეზიდენტი“, - განაცხადა ვაშაძემ. მან ასევე...
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ადგილობრივი ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს. გალის ადმინისტრაციის ყოფილი დეფაქტო ხელმძღვანელი, თემურ ნადარია მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. ეხო კავკაზას ცნობით, გალის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილმა დეფაქტო ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ხუთ სექტემბერს, 22:00 საათისთვის, 58 წლის ბიზნესმენი, ჯემალ სოსელია გაიტაცეს. მისივე თქმით, 2015 წლიდან ეს რაიონში მომხდარი პირველი გატაცებაა. ნადარაიას მიაჩნია, რომ თავდამსხმელები...
შემდეგი სტატია ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, 6 სექტემბერს სოხუმის ქუჩაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის შტაბმა, გიგი უგულავას საარჩევნო პლაკატებს ჩიქოვანის პლაკატები გადააკრა. უგულავამ აღნიშნული ზუგდიდში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტუმრობას დაუკავშირა. „დღეს ზუგდიდს სტუმრობს ბატონი გახარია და მთელი ღამის განმავლობაში და ამ ვაჟბატონის, თანამედროვე კომკავშირელის შტაბმა გადაწყვიტა მისთვის საჩუქარი მიეძღვნა და იქ...
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ თავისუფალმა საქართველომ“ დღეს, გორის მაჟორიტარ კანდიდატად ნანა აღორძინება დაასახელა. როგორც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, „თავისუფალი საქართველო“ ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. „დღეს ჩვენ შიდა ქართლში ვიმყოფებით, რომელიც საქართველოს გეოგრაფიული ხერხემალია და ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული მემატიანე. სამწუხაროდ, ამ რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე ოკუპირებულია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან აბსოლუტურად მიტოვებული და იგნორირებულია. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეების ცხინვალში გატაცება, უკვე ჩვეულებრივ ნორმად...
მუნიციპალიტეტებში სოფლების სტაბილური წყალმომარაგებისთვის პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოაცხადა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 15 სექტემბერს დასრულდება. პროექტის სავარუდო ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. „ამ ეტაპზე, სოფელ აღაიანს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება. დასახლებაში წყალსადენის ქსელი სრულად ამორტიზირებულია, მოსახლეობის ნაწილს თვითნებურად მოწყობილი ჭები აქვს, თუმცა ზაფხულის...
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ არც განმეორებით აუქციონზე გაიყიდა. „საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, რომ საჯარო აუქციონი, რომელიც ფონდმა სასტუმროს გაყიდვის მიზნით მეორედ გამოაცხადა, მონაწილეების არარსებობის გამო არ შედგა. ამასთან, როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, სასტუმროს გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადება კვლავ იგეგმება. შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია. პირველი საჯარო აუქციონი „ბორჯომი ლიკანის“ სასტუმროზე ფონდმა 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა,...
ღამის ეკონომიკის პროექტიდან წასვლის შემდეგ, სერგი გვარჯალაძე ტელეკომპანია იმედზე ახალ პროექტს უხელმძღვანელებს. გადაცემა "ნამდვილი რიცხვების" პრემიერა ხუთშაბათს, 10 სექტემბერსაა დაგეგმილი. "მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ მოვლენაზე, ჩვენს ცხოვრებაზე უფრო დეტალურად მივიღებთ ინფორმაციას და ეს იქნება ნამდვილი რიცხვები, რომელზეც ძალიან კომპეტენტური ადამიანები ისაუბრებენ", — აცხადებს გვარჯალაძე. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაცემის მიზანი იქნება, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები რიცხვების, სტატისტიკისა...
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარის შესახებ გიორგი ვაშაძის განცხადებაზე ამბობს, რომ იმის მაგივრად ვაშაძე "ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს", ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში უნდა მიიტანოს. "პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება არის კანონით დასჯადი ქმედება, რომელზეც, თუ ასეთი რამ მოხდა და ეს არ არის ვიღაცის თავში დაბადებული ფანტაზია, აღიძრება საქმე და შესაბამისი ნაბიჯები იქნება...
შემდეგი სტატია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი თანაგუნდელი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დააშანტაჟეს. მისივე თქმით, საქმე ქალ პოლიტიკოსს ეხება. "მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალების, პირადი ცხოვრების ინფორმაციის დაცვა. ადამიანების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ ფაქტებზე ვერ ვსაუბრობთ, თუმცა გამგები კარგად გაიგებს რას ვლაპარაკობ ახლა მე. არ გაბედოთ და ხელი არ წაგიცდეთ მსგავს უკანონო ქმედებებზე", — განაცხადა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ