ჟურნალისტებთან ჭორაობის მაგივრად, ინფორმაცია საგამოძიებოებში მიიტანოს — გახარიას პასუხი ვაშაძეს კადრების საქმეზე

336

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარის შესახებ გიორგი ვაშაძის განცხადებაზე ამბობს, რომ იმის მაგივრად ვაშაძე “ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს”, ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში უნდა მიიტანოს.

“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება არის კანონით დასჯადი ქმედება, რომელზეც, თუ ასეთი რამ მოხდა და ეს არ არის ვიღაცის თავში დაბადებული ფანტაზია, აღიძრება საქმე და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული”, — ამბობს გახარია.

გიორგი ვაშაძემ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი შტაბის წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან. მან მთავრობას წინა საარჩევნო პერიოდში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეაქცია უმკაცრესი იქნება.