ზუგდიდის სოფელ ნაცატუში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს

1027

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნით საპროტექტო აქცია გაიმართა, სადაც სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლის დროს ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

აქციის მონაწილეებს პოლიცია ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება.

სოფელ ნაცატუს მცხოვრებლებმა საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნით აქცია მანამდეც გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენჯერმე მიმართეს გზის დაგების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ყურადღება არვის მიუქცევია და პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება. აქციამ ქუჩიდან ზუგდიდის მერიასთან გადმოინაცვლა. შეკრებილები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

27 აგვისტოს გამართულ აქციაზე მათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაჰპიდა. მერიის წარმომადგენელმა სამუშაოების დაწყების ვადა ვერ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ სოფელ ნაცატუში გზა აუცილებლად გაკეთდება:

„აქ გზის მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა და უნდა განხორციელდეს მეორე ეტაპიც, რისი მოთხოვნაც აქვს მოსახლეობას. მათ შევხვდით, გავესაუბრეთ. აქ ტექნიკა იმყოფებოდა რათა პირველ რიგში მოწესრიგდეს ის დროებითი, აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომ მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იყოს გადაადგილება“, – განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ.

გიგა ფარულავას განმარტებითვე, მუნიციპალიტეტის მერია, როგორც კი მოიპოვებს დაფინანსებას, დაიწყება გზის მშენებლობის სამუშაოები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააგრძელებენ.