შემდეგი სტატია
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი; წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების...
სწავლის გადადების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, დასწრებულ რეჟიმში სწავლა პირველ ოქტომბრამდე მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში გადაიდო, თუმცა ამ ორ მუნიციპალიტეტში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები 15 სექტემბრიდან ონლაინ რეჟიმში მაინც იმუშავებენ.
„მოგეხსენებათ, დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სწავლა ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე გადაიდო მხოლოდ...
თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, საგზაო სამუშაოების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით.
„პროექტის ფარგლებში, ასევე, მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, ტრანსპორტის მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზეც შეიზღუდება.
ანალოგიურად, გზის...
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, თუკი კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდება, მთელი კომისია კარანტინს ექვემდებარება და მათ სარეზერვო კომისია, ე.წ. სპეციალური ჯგუფი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციაში კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.
„ცხადია, ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვაქვს გარკვეული სარისკო ჯგუფების შესახებ ინფორმაცია შედგენილი და მიწოდებული...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულმა ამომრჩევლებმა ხმის მიცემის უფლებით შესაძლოა, ვერ ისარგებლონ, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს კი არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ჟვანიას თქმით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე არსებობს მუხლი, რომლის თანახმადაც სწორედ ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება - არ ჩატარებასთან დაკავშირებით.
ამასთან, ჟვანიას განცხადებით, ის ფიქრობს, რომ საკარანტინე სივრცეში...
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ყველა ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად შესაძლოა, ინდივიდუალური კალამი შესთავაზონ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ სურვილის შემთხვევაში საკუთარი კალმითაც ისარგებლონ.
„ამომრჩეველთა დაცულობის თვალსაზრისით ბევრ სხვადასხვა რამეზე ვფიქრობთ. სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც ხელის დამუშავებას ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოს და USAID-ის დახმარებით ყველა უბანზე გვექნება ხელმისაწვდომი. ამავდროულად...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, კენჭისყრის დღეს პირბადის ტარება როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე, დამკვირვებლებისა და საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, სავალდებულო იქნება.
ამასთან, როგორც თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, თერმოსკრინინგი ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს არ ჩაუტარდებათ.
„ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად რა იქნება კენჭისყრის დღეს. ველოდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. იცვლება მოცემულობები, თუმცა, არის საკითხები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია. ჩვენ, რა თქმა...
ლომისას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ფინანსები უკვე გამოყოფილია და ტენდერიც გამოცხადებულია.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე სივრცეები, რეკრეაციული უბნები, სველი წერტილები და დამონტაჟდება გარე განათებები.
„პროექტის მიმდინარეობის დროს ადგილზე ათობით ადამიანი იქნება დასაქმებული. გარდა ამისა, მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" განხორციელებისმიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პროექტის პარტნიორების - წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ "სპექტრის" წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საკითხები განიხილეს.
მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა სამიზნე თემებში ნარჩენების სეპარირების ტექნიკური აღჭურვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების საჭიროებებზე.
ასევე, შეხვედრაზე დაისახა სამოქმედო გეგმები ნარჩენების მართვის...
წინა სტატია
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, მან ისაუბრა მართლმსაჯულების და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე, ასევე ბოდიში მოიხადა “დაშვებული შეცდომების” გამო.
სააკაშვილმა, რომელიც “ძალა ერთობაშიამ” პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა, განაცხადა, რომ ის პრემიერობას მხოლოდ 2 წლით აპირებს.
მისი აზრით, ეს ვადა საკამარისია, რომ ქვეყანა "ჭაობიდან ამოათრიოს". ამის შესახებ მან წინასაარჩევნო ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც უკრაინაში ჩაწერა.
"ბევრს ვფიქრობ და მზად ვარ ვიტვირთო...
პრემიერმინისტრის ახალი ინიციატივის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსების წესი განისაზღვრა, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათთან პროგრამის ადმინისტრირების დეტალები განიხილა.
მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მოუწოდა, უზრუნველყონ 150 000 ან ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტების ინფორმირება პროგრამის შესახებ, რათა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. როგორც გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფეენციაზე თქვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება. ამასთან, მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააცნო. კერძოდ:
15 სექტემბრიდან კარანტინის ხანგრძლივობა 12-დან 8-დღემდე მცირდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, ქალაქის ცენტრში, სააკაძის ქუჩაზე ტერიტორია მოასფალტდება და საპარკინგე ზონა მოეწყობა,ამის პარალელურად მესხეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მოხდება.
პროექტის მიხედვით, საყრდენი კედლის იერსახე მოწესრიგდება, გაკეთდება შუშის ღობე, ტერიტორია გამწვანდება და დამონტაჟდება გარე-განათება.
საყრდენი კედლის მიმდებარედ განთავსდება სკამები. მოეწყობა კომფორტული ავტობუსის მოსაცდელი.
წინა სტატია
გორის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენამდე "ახალბაღის" ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და კაკა კუკავას პარტიის წევრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კულტურისა და დასვენების პარკის წარმომადგენლები პარტიის წევრებს სკამების დადგმის საშუალებას არ აძლევდნენ. კახა კუკავას თქმით, ხელისუფლება რეალურ ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის.
"ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ უწყობს ხელს ხელისუფლება მაგალითად ევროპულ საქართველოს, რათა საარჩევნო კამპანია...
გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ნოემბრიდან კერძო სექტორს დაუბრუნდება. იოსებ მაკრახიძის განმარტებით, პოლიტიკაში ყოფნის აღარც სურვილი აქვს და აღარც ასაკი უწყობს ხელს. გასულ 4 წელში ყველაზე რთულ საქმედ მას მედიასთან ურთიერთობა მიაჩნია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"75 წლის კაცი ვარ, რაღა მინდა პარლამენტში. ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, ახალი იდეებით. პარლამენტარობა რთული ყოფილა. კიდევ უფრო რთული კი ჟურნალისტებთან ურთიერთობა. როცა...
ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ოჯახის წევრებმა „ქართულ ოცნებას“ აგვისტოში ჯამში 76 000 ლარი გადაურიცხეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ანტონ ობოლაშვილის დამ, მეუღლემ და ცოლის დამ „ქართულ ოცნებას“ თანხა 27 აგვისტოს შესწირეს. ქეთევან ობოლაშვილმა 6 000 ლარი, ლია ობოლაშვილმა 60 000 ლარი, ხოლო თამარი მერაბიშვილმა –...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































