გამყრელიძე: სწავლის გადადების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

391

სწავლის გადადების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, დასწრებულ რეჟიმში სწავლა პირველ ოქტომბრამდე მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში გადაიდო, თუმცა ამ ორ მუნიციპალიტეტში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები 15 სექტემბრიდან ონლაინ რეჟიმში მაინც იმუშავებენ.

„მოგეხსენებათ, დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სწავლა ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე გადაიდო მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში. მხედველობაში მაქვს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, მაგრამ იქ სწავლა გრძელდება და დაიწყება 15 სექტემბერს ვირტუალურ, დიგიტალურ რეჟიმში, შემდეგ კი დასწრებულ რეჟიმში გადავა ეს ყველაფერი. ხაზს ვუსვამ, რომ ცხელი წერტილი დღეს ბათუმში გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.