გორის მაჟორიტარი: ყველაზე რთული ამ 4 წელში მედიასთან ურთიერთობა იყო

514

გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ნოემბრიდან კერძო სექტორს დაუბრუნდება. იოსებ მაკრახიძის განმარტებით, პოლიტიკაში ყოფნის აღარც სურვილი აქვს და აღარც ასაკი უწყობს ხელს. გასულ 4 წელში ყველაზე რთულ საქმედ მას მედიასთან ურთიერთობა მიაჩნია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“75 წლის კაცი ვარ, რაღა მინდა პარლამენტში. ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, ახალი იდეებით. პარლამენტარობა რთული ყოფილა. კიდევ უფრო რთული კი ჟურნალისტებთან ურთიერთობა. როცა ჩამოდიოდნენ გორში და ხედავდნენ ჩემი კომპანიის მიერ სამუშაოები რომ 10-იანზე იყო შესრულებული, ამას კი არ აშუქებდნენ, რაც თვითონ უნდოდათ ჩემი ნათქვამიდან, იმას წერდნენ. ამ არჩევნების შემდეგ ისევ დავუბრუნდები ჩემ საქმეს და გავაგრძელებ იმას, რასაც დეპუტატობამდე ვაკეთებდი”, – ამბობს მაკრახიძე.