გორის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენამდე “ახალბაღის” ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და კაკა კუკავას პარტიის წევრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კულტურისა და დასვენების პარკის წარმომადგენლები პარტიის წევრებს სკამების დადგმის საშუალებას არ აძლევდნენ. კახა კუკავას თქმით, ხელისუფლება რეალურ ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის.
“ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ უწყობს ხელს ხელისუფლება მაგალითად ევროპულ საქართველოს, რათა საარჩევნო კამპანია ნორმალურ პირობებში წარმართოს. მაგალითად, ქუთაისში სუფრა ჰქონდათ გაშლილი იქ, სადაც ადრე ქართველები რომაელებისგან იცავდნენ ამ ქალაქს. აი, ეს არის ამ ხელისუფლების სახე. ჩვენ კი აქ სკამებს არ გვადგმევინებენ, თითქოს კულტურული ძეგლის იერსახეს ვამახინჯებდით” – განაცხადა კახა კუკავამ.
გორის კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილებს კუკავამ მაჟორიტარი კანდიდატი წარუდგინა. ,,თავისუფალი საქართველოს” სახელით გორის მაჟორიტატორბისთვის ნანა აღორძიება იბრძოლებს.