თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისათვის ტრანსპორტის გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით სრული სურათი იქნება ცნობილი.
კალაძის თქმით, ტრანსპორტის გენერალური გეგმის შემუშავების შემდეგ ზუსტად შეძლებენ სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ავტომობილების გადაადგილების რეგულირებას.
„ჩვენ ვამუშავებთ ტრანსპორტის გენერალურ გეგმას, რომელზეც საერთაშორისო, ყველაზე დიდი და ძლიერი კომპანიები მუშაობენ და უახლოეს მომავალში გვექნება სრული სურათი. პარალელურად ჩვენ შეზღუდვები დავუწესეთ ჩვენს ნარჩენების გამტან მანქანებს,...
ბათუმში ენმ-ს საარჩევნო ბანერი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი მიშა ბოლქვაძე მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს. მაჟორიტარობის კანდიდატი რეგიონის პირველ პირს მოუწოდებს წინასაარჩევნო გარემო ვანდალური ქმედებების გარეშე წარმართოს.
მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ ორთაბათუმში, გზაზე გუშინ ღამით საარჩევნო ბანერი "ქართული ოცნების" აქტივმა თორნიკე რიჟვაძის დავალებით დააზიანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს ამომრჩევლების, ნაციონალური მოძრაობის წევრების დაშინება...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანიები, ავარიის დროს, შეტყობინების გარეშე იწყებენ გზებზე მუშაობას და ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
მერიაში გამართულ სხდომაზე მერმა საკითხის მოგვარება მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა.
“კომპანიები, როგორიც არის მაგალითად, GWP, “თელასი” და ა.შ ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ავარიის შემთხვევაში მუშაობის დაწყება გზის სხვადასხვა მონაკვეთზე შეტყობინების გარეშე ხდება, რაც სერიოზულ პრობლემას იწვევს, ამიტომ ეს პრობლემა აუცილებლად...
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის "შენი იდეა ბათუმს’’ ფარგლებში 53 იდეა დარეგისტრირდა. სპეციალურმა კომისიამ უკვე დაიწყო პროექტების შერჩევა. 1-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოქალაქეებს შეეძლებათ, სასურველ იდეას დაუჭირონ მხარი და ონლაინ რეჟიმში მისცენ ხმა.
2021 წლის იდეებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტი უკვე მესამე წელია ტარდება.
2020 წლის გამარჯვებული იდეებიდან, პანდემიის გამო 2 პროექტი ,,ქუჩის კალათბურთი’’ და "ქართულის ჭიდაობის მოედანი’’ განსახორციელებელი...
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ საარჩევნო პროცესი რისკის ქვეშ არ დადგეს, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინააციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები მაქსიმალურად მოქნილები ვიქნებით იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესს არ შეექმნეს რისკი და ჩვენმა ყველა მოქალაქემ შეძლოს და თავისი არჩევანი გააკეთოს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
ხვალიდან, 10 სექტემბრიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება, თუმცა, ეს არ შეეხება საარჩევნო აგიტაციას. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხდა.
"რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ეს ეხება ღია სივრცეს, ვინაიდან დახურულ სივრცეში...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისობის დღესასწაული არ გაიმართება
"დღეს დილით გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც განხილული იყო არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში და გადაწყვეილება იქნება მიღებული თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით. თბილისობა ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა, არსებული მდგომაროებიდან გამომდინარე კი, ამ ღონისძიებების გადადება მოგვიწევს. ჩვენთვის მთავარი ადამიანები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, შესაბამისად, თბილისობის ღონისძიებები გაუქმებული იქნება.
ჩვენ ვიმუშავებთ...
ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანამშრომლობა გრძელდება. ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N4 კორპუსის და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N29 კორპუსის ტერიტორიაზე სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 24 000 ლარს შადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.
სულ, მიმდინარე წელს, სახურავის რეაბილიტაციის და წყალსაწრეტი მილების 45 პროექტი დაფინანსდა. პროექტბის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 561 000 ლარს...
სოციალური ღონისძიებები, მათ შორის, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებზე.
"სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ....
“ევროპული საქართველო” ჩვენთან შედარებით პატარა პარტიაა. ჩვენთან შედარებით ყველა ოპოზიციური პარტია პატარაა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ გადაცემაში “ღამის მთავარი” სტუმრობისას განაცხადა და ოპოზიცური პარტიების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებზე ისაუბრა.
“არაერთხელ გამოხატეს თავიანთი განწყობა ჩვენმა უმცროსმა მეგობრებმა, განსაკუთრებით “ევროპულ საქართველოს” ვგულისხმობ. “ევროპული საქართველო” ჩვენთან შედარებით,...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში შექმნილი ეპიდ-სიტუაციიდან და მომატებული საფრთხიდან გამომდინარე, ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა ოქტომბრისთვის გადადო.
"ყველას გვესმის, რომ ბათუმის სტადიონის გახსნას ელის ყველა ბათუმელი და არა მარტო ბათუმელი, ფეხბურთის გულშემატკივრები. სამწუხაროა, რომ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს გადავდოთ სტადიონის საზეიმო გახსნა. შესაბამისად, 12 სექტემბრისთვის ჩვენ ვერ შევძლებთ სტადიონის გახსნას. თუმცა, ყველას ვპირდები, რომ ოქტომბერში, ჩვენ ყველანი...
პარლამენტში "ახალი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მომზადდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის უმთავრესი მიზანი გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირებაა. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაინიცირდა და უახლოეს მომავალში, მისი საკომიტეტო განხილვები იწყება.
უწყების განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ეფუძნება პრინციპს - „დამბინძურებელი...
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „მზიურის“ პარკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად სათვალთვალო კამერების დამონტაჟების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც ჯიშკარიანი აცხადებს, მან შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე გადააგზავნა და რეაგირებას თბილისის მერისგანაც ითხოვს.
„მოქალაქეების ჯგუფმა, კონკრეტულად მშობლებმა მომმართეს „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავაგზავნე, შსს-დან და კახი კალაძისგან რეაგირებას ვითხოვ. „მზიურის“ პარკი გაკეთდა და ძალიან კარგია. ეს...
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნისთვის ექსპერიმენტია.
როგორც კაკულიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში, "რეზიუმე" განაცხადა, მთავარი მოცემულობა, რატომაც „ქართული ოცნება“ უნდა იყოს ხელისუფლებაში არის ის, რომ მას "არ აქვს უფლება ექსპერიმენტი ჩაატაროს ქვეყანაში".
„თუნდაც იმით, რომ ვინც სახეზეა პოლიტიკურად, მათ დაუბრუნოს, დაიბრუნონ მართვის სადავეები. კოალიციური მთავრობის პერსპექტივაც მე ძალიან დიდ ექსპერიმენტად მიმაჩნია. ძალა ერთობაში კი არის, მაგრამ ასეთ ერთობაში არ...
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ კვების ობიექტებში, ერთ მაგიდაზე დასაშვებ წევრთა რაოდენობა ლიმიტირებული იქნება. კერძოდ, უნივერსიტეტებში განთავსებულ კაფეტერიებში ერთ მაგიდაზე მხოლოდ 6 პირი განთავსდება.
პროტოკოლში, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავდა, აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტებში თერმოსკრინინგი და პირბადის ტარება ყველასთვის აუცილებელ პირობად რჩება.
როგორც გამოცემა "ინტერპრესნიუსს" შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, პროტოკოლის მიხედვით, უნივერსიტეტებში საიზოლაციო ოთახი მოეწყობა, სადაც ნებისმიერ პირს განათავსებენ,...
განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, სავალდებულოა, რომ I-IV კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩაუტარდეთ, V-დან XII კლასების მოსწავლეებისთვის კი კვირაში რამდენიმე დღე ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებაც არის ნებადართული.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, სკოლა თავად ირჩევს სწავლების მოდელს.
კერძოდ, სკოლებს მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლიათ დანერგონ შერეული ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად, თუმცა,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































