ტიკარაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესი რისკის ქვეშ არ დადგეს

560

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ საარჩევნო პროცესი რისკის ქვეშ არ დადგეს, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინააციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები მაქსიმალურად მოქნილები ვიქნებით იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესს არ შეექმნეს რისკი და ჩვენმა ყველა მოქალაქემ შეძლოს და თავისი არჩევანი გააკეთოს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.