მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის “შენი იდეა ბათუმს’’ ფარგლებში 53 იდეა დარეგისტრირდა. სპეციალურმა კომისიამ უკვე დაიწყო პროექტების შერჩევა. 1-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოქალაქეებს შეეძლებათ, სასურველ იდეას დაუჭირონ მხარი და ონლაინ რეჟიმში მისცენ ხმა.
2021 წლის იდეებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტი უკვე მესამე წელია ტარდება.
2020 წლის გამარჯვებული იდეებიდან, პანდემიის გამო 2 პროექტი ,,ქუჩის კალათბურთი’’ და “ქართულის ჭიდაობის მოედანი’’ განსახორციელებელი რჩება.