კორონავირუსის გამო, ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა ოქტომბრისთვის გადაიდო

558

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში შექმნილი ეპიდ-სიტუაციიდან და მომატებული საფრთხიდან გამომდინარე, ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა ოქტომბრისთვის გადადო.

“ყველას გვესმის, რომ ბათუმის სტადიონის გახსნას ელის ყველა ბათუმელი და არა მარტო ბათუმელი, ფეხბურთის გულშემატკივრები. სამწუხაროა, რომ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს გადავდოთ სტადიონის საზეიმო გახსნა. შესაბამისად, 12 სექტემბრისთვის ჩვენ ვერ შევძლებთ სტადიონის გახსნას. თუმცა, ყველას ვპირდები, რომ ოქტომბერში, ჩვენ ყველანი ერთად, საზეიმო ვითარებაში შევძლებთ ამ მართლაც ძალიან მაგარი სტადიონის გახსნას. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიღებულია იმ რისკების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ბათუმში, ქობულეთში. ასევე, ახალი კერები წარმოიშვა ხელვაჩაურში, ასევე ქედაში”, — განაცხადა რიჟვაძემ.

8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 729-მდე გაიზარდა, ამათგან 1 321 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 390.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: