სოციალური ღონისძიებები, მათ შორის, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებზე.
“სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც.
გვესმის, რომ დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ მათ, ვისაც გარკვეული გეგმები ჰქონდათ, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებულ მდგომარეობას ვითვალისწინებთ, ხვალიდან ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება”, — განაცხადა მან.