თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანიები, ავარიის დროს, შეტყობინების გარეშე იწყებენ გზებზე მუშაობას და ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
მერიაში გამართულ სხდომაზე მერმა საკითხის მოგვარება მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა.
“კომპანიები, როგორიც არის მაგალითად, GWP, “თელასი” და ა.შ ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ავარიის შემთხვევაში მუშაობის დაწყება გზის სხვადასხვა მონაკვეთზე შეტყობინების გარეშე ხდება, რაც სერიოზულ პრობლემას იწვევს, ამიტომ ეს პრობლემა აუცილებლად უნდა იყოს მოგვარებული და ვავალებ ირაკლი ბენდელიანს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თუ რაიმე სახის სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იქნება, ეს უნდა მოხდეს ღამის საათებში.