თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისობის დღესასწაული არ გაიმართება
“დღეს დილით გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც განხილული იყო არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში და გადაწყვეილება იქნება მიღებული თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით. თბილისობა ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა, არსებული მდგომაროებიდან გამომდინარე კი, ამ ღონისძიებების გადადება მოგვიწევს. ჩვენთვის მთავარი ადამიანები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, შესაბამისად, თბილისობის ღონისძიებები გაუქმებული იქნება.
ჩვენ ვიმუშავებთ კულტურის სამსახურთან ერთად, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომლებიც live ეთერებით გაშუქდება და საქართველოს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, რომ კონცერტები, რომლებსაც დავგეგმავთ და წარვუდგენთ მოსახლეობას live ეთერებში ნახონ, – განაცხადა კალაძემ.