ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ იმატა, თუმცა მისივე თქმით, ვითარება მაქსიმალურად კონტროლდება, - ამის შესახებ არჩილ ჩიქოვანმა მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. „ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გვაქვს, მაგრამ აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობა მაქსიმალურად კონტროლდება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მხრიდან თავიდანვე დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კოვიდის მართვის მიმართულებით. ბათუმის მერია უწყვეტ...
ბევრი ისაურვებდა ამ სპორტსმენებს თავიანთ რიგებში, თუმცა, დააგვიანეს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან, "ქართული ოცნების" სიის ოცეულის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სპორტი და ახალგაზრობასთან ურთიერთობა. კუჭავა მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის საქმიანობა გავაძლიეროთ არა მხოლოდ იურიდიული, ეკონომიკური მიმართულებებით, არამედ სპორტი და ახალგაზრდობასთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვიტყოდი ქვაკუთხედია...
ბათუმის საოლქო საარჩევნო  კომისია დღეს, 11 სექტემბერს სარჩევნო უბნებში კონკურსის წესით წევრებს ირჩევს, რომლებიც კანონის თანახმად ნეიტრალურები უნდა იყვნენ. "ნაციოანლური მოძრაობის" წევრების განცხადებით, საოლქო კომისია "ქართული ოცნების" აგიტატორების დასაქმებას გეგმავს. გიორგი კირთაძე ამტკიცებს, რომ  "ქართულ ოცნებას" აგიტატორების საარჩევნო უბნებში ყოფნა არჩევნების გასაყალბებად სჭირდება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, მათ მიმართეს საოლქო კომისიას მიეწოდებინათ სია, თუ ვინ იღებდა კონკურსში მონაწილეობას, რაზეც კომისიამ ინფორმაცია არ მიაწოდა. კირთაძის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოს თვეში 81 812 ლარის დაფინანსება გასცა, - ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 334 ბენეფიციარს გაუწია. 40 076 ლარი, 74 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 70 ბენეფიციარი 11 036 ლარით დაფინანსდა. სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა,დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ....
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრები გამართა. სააგენტოს ცნობით, ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს როგორც განსახლების, ასევე დასაქმების მიმართულებით არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა. დევნილების ერთ-ერთ მოთხოვნას საერთო სარგებლობის ფართების დაკანონების საკითხი წარმოადგენდა. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტომ საერთო სარგებლობაში არსებული ფართების დევნილთა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში დამატებით 2 000-მდე ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. მათივე ცნობით, რვა ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულებმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს. მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 19 სექტემბერს დასრულდება. „სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის,...
ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სწავლობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს – მათ სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულებებს. კვლევაში იხილავთ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატების მონიტორინგის შედეგებს. ამასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მომავალში გამოქვეყნდება კვლევა სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შესახებ. "ჩვენ შევისწავლეთ ამ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა,...
„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს, კოალიციაზე არ არის საუბარი ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ოპოზიციის წევრების გამოხმაურებებს, სადაც საუბრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის ოცეულში ახალი არაფერი შესთავაზე მოსახლეობას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი თვისობრივად განახლდა, რაც „ქართული ოცნების“ წარმატების გარანტი იქნება. „...
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად შევასრულო ის დაკისრებული საქმე, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და სამშობლოსთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება , - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, "ქართული ოცნების" სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქვრივიშვილმა მმართველი პარტიის სიის წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკუთარ გამოცდილებას ქვეყნის წარმატებისთვის გამოიყენებს. "ჩემთვის ძალიან საამაყოა ის, რომ ღირსად ჩამთვალეს მოვიაზრებოდე ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე....
„ევროპული საქართველოს“ წევრი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს პრემიერ - მინისტრს გიორგი გახარიას 6 კითხვით მიმართავს. „კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად საზოგადოებას აინტერესებს, რამდენად ეფექტიანად გამოიყენა საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელების შეკავების 7-თვიანი პერიოდი. უფრო კონკრეტულად, გახარიას მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს და საზოგადოებას გააცნოს შემდეგი ინფორმაცია: 1. ჰოსპიტალური სექტორის მომზადება გაზაფხულზე, ინფიცირებულთა მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც, მაღალი იყო სამედიცინო პერსონალის...
წინა სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში საველე კარვები მოეწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მთელი ღამის განმავლობაში საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგს პოლიცია უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდა. „სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად ეხმარებიან. საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის...
"კანონი და სამართალის“ ერთ-ერთ ლიდერს, სტრატეგია აღმაშენებლის წევრს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს. „ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება, გავუძლებთ“, - წერს თაკო ჩარკვიანი. https://www.facebook.com/tako.charkviani.14/posts/1627879390712107
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეათე ნომრად დასახელდა. "ქართული ოცნების მეათე ნომრად წარმოგიდგენთ მაია ბითაძეს. მაია ბითაძე არის სამართლის დოქტორი, სამართლის და გარემოს დაცვის საკითხების გამორჩეული სპეციალისტი, მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, სახელმწიფო მმართველობასა და უნივერსიტეტებში მუშაობის ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება. მაია ბითაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ის გუნდს 2014 წელს შემოუერთდა, 2017 წლიდან კი...
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია. კანდიდატები რამდენიმე წუთის წინ პარტიამ სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. ესენი არიან: გიორგი გახარია - საქართველოს მოქმედი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი მამუკა მდინარაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კუჭავა - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი...
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენისას პრემიერობისკანდიდატად მოქმედი პრემეირმინისტრი გიორგი გახარია დასახელდა. "საპარლამენტო დემოკრატიაში მიღებულია საარჩევნო სიის პირველ ნომრად პრემიერმინიტრობის კანდიდატის დასახელება, "ქართული ოცნება" არ ასახელებს პრემიერმინიტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერმინიტრს. ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ გამოარჩევს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობისა დ ამართვის გამორჩეული უნარი, ეს არის მოქმედი და მომავალი პრემიერმინიტრი გიორგი გახარია", - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ...
სამწუხაროდ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა დირექტორთა საქმიანობისა და პოლიტიკური დაკვეთების შესრულების მიმართულებით, - ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა. ტოხვაძის განცხადებით, სკოლებში ახალი კადრების დასაქმების კუთხით გამოიკვეთა ხარვეზები, დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით მერიებიდან, საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ. „2020 წელს სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე 2 244 აპლიკანტი დარეგისტრირდა. სასერტიფიკატო კონკურსი სავალდებულო გახლდათ იმ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ