ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სწავლობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს – მათ სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულებებს. კვლევაში იხილავთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატების მონიტორინგის შედეგებს.
ამასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მომავალში გამოქვეყნდება კვლევა სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შესახებ.
“ჩვენ შევისწავლეთ ამ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 20 აგვისტომდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულებები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები”, – ნათქვამია კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
ძირითადი მიგნებები:
- მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი – 30-დან 19 – ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (17 – თავად და მისი რომელიმე ოჯახის წევრი, ხოლო 2-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 19 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 186 კომპანიასთან.
- მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო 2012-20 წლებში „ქართული ოცნების“ შემომწირველი. მთლიანობაში მათ „ქართულ ოცნებას“ 740,826 ₾ შესწირეს. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, გიორგი ვოლსკი, ლევან კობიაშვილი, გოგი მეშველიანი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, გოჩა ენუქიძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ჩიქოვანი და ანზორ ბოლქვაძე.
- მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც. მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ქართულ ოცნებას 3,702,826 ₾ შესწირეს.
- მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) არიან: გოჩა ენუქიძე – 1,254,000 ₾; ზაალ დუგლაძე – 990,000 ₾; ირაკლი ხახუბია 458,000 ₾; დავით სონღულაშვილი – 340,000 ₾; და ბეჟან წაქაძე – 320,000 ₾.
- სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4,364,109 ₾ (ტენდერი – 623,450 ₾; გამარტივებული შესყიდვა – 3,740,659 ₾).
- მაჟორიტარობის 6 კანდიდატს (დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი ხახუბია) სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილოება მიღებული: 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758,300 ₾-ად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება და 2,210,000 ₾-ად – სახელმწიფო საწარმოებს წილები.
- ორი კანდიდატის შემთხვევაში (დავით სონღულაშვილი და ირაკლი ხახუბია), მათთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება აქვს მიღებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში – მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 12,646,900 ₾-ს.
- მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულება. ესენი არიან: სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, შალვა კერესელიძე, ზაურ დარგალი და ნინო ლაცაბიძე.
- „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირა თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე.
30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 17 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-20 წლებში ქონებრივი დეკლარაცია აქვთ შევსებული. მათ მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციებში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:
- მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები: დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანზორ ბოლქვაძე, ირაკლი ხახუბია და რესან კონცელიძე.
- 6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. გარდა იმისა, რომ ეს კანონდარღვევაა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თანამდებობის პირებმა ფორმალურადაც არ თქვეს უარი მათი წილების მართვაზე. ესენი არიან: ლევან კობიაშვილი, დავით სონღულაშვილი, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია, გოჩა ენუქიძე და ირაკლი ქადაგიშვილი.
გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.
თბილისის საარჩევნო ოლქები:
ბექა ოდიშარია
მთაწმინდა -კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: კრწანისის N7 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი
ბექა ოდიშარია პარლამენტის მოქმედი წევრია. ის ფლობს შპს „ანაბაზისის“ 100%-ს და შპს „ძველი დედაქალაქის“ 10%-იან წილს, ხოლო მისი მეუღლე მარიამ გამცემლიძე ინდივიდუალური მეწარმეა. საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დაცვით, მას საკუთარი წილები მართვის უფლებით გადაცემული აქვს სხვა პირისთვის. თუმცა, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე წილების მმართველი ბექა ოდიშარია თავად იყო და ამ პერიოდში თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა. მას აღნიშნული კომპანიები სრულად აქვს დეკლარირებული 2020 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში.
2014 წელს ბექა ოდიშარიამ პრივატიზაციის ელექტრონული აუქციონის პროცედურით სახელმწიფოსგან 45,000 ლარად იყიდა თბილისში, ბერძნის ქუჩა N39-ის მიმდებარედ არსებული 111 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1 შენობა-ნაგებობა (საერთო ფართით – 94.04 კვ.მ). აუქციონში, რომელსაც თან არ ახლდა რაიმე საინვესტიციო ვალდებულება, ბექა ოდიშარიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
ბექა ოდიშარიამ წარსულში რამდენიმე მსხვილი პოლიტიკური შემოწირულება გააკეთა. 2012 წელს მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა 35,000 ₾, 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ – 40,000 ₾, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს – 60,000 ₾.
გიორგი ვოლსკი
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ჩუღურეთის N14 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი
გიორგი ვოლსკი არ არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. ის სხვადასხვა პერიოდში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი იყო. მან 2012-16 წლებში ქართულ ოცნებას 29,841 ₾ შესწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს – 4,000 ₾.
კახი კახიშვილი
ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი
კახი კახიშვილი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ყულიშვილი, კახიშვილი, ბოლქვაძე კომპანია“ კონსულტანტის” დამფუძნებელია. კახი კახიშვილს 2019 წელს შევსებულ ბოლო დეკლარაციაში აღნიშნული სპს დეკლარირებული აქვს.
მიხეილ ყაველაშვილი
ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ნაძალადევის N18 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი
ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიის შპს GTL Oil trade and invest gmbh-ის 24,5%-ის მფლობელია. მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონი კი შპს „გეომაკის“ 40%-იანი წილის მფლობელია.
ლევან კობიაშვილი
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: გლდანის N21 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი
ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი აქტიურად არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. ის ფლობს შპს „კ – 3-ის“ 100%-ს, შპს „ალი ჯორჯიან მოტორსის“ 25%-ს და შპს „ჯ.ს.ს.-ს“ 10%-იან წილს. ლევან კობიაშვილს აღნიშნული კომპანიების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი აქვს 2019 წლის დეკლარაციაში, თუმცა მას „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევით შპს „კ – 3-ის“ 100%-იანი და შპს „ალი ჯორჯიან მოტორსის“ 25%-იანი წილი მართვის უფლებით არ გადაუცია სხვა პირისთვის. ამასთანავე, ლევან კობიაშვილმა შპს „ჯ.ს.ს.-ს“ 10% მართვის უფლებით სხვა პირს 2017 წლის ოქტომბერში გადასცა, დეპუტატი კი 2016-ის ნოემბერში გახდა. შპს „ჯ.ს.ს.-მ“ 2012 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში 6,817 ₾-ის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
ლევან კობიაშვილმა 2016 წელს 55,000 ₾ შესწირა „ქართულ ოცნებას“, ხოლო 2018 წელს 10,000 ₾ – სალომე ზურაბიშვილს.
რეგიონული საარჩევნო ოლქები:
დავით სონღულაშვილი
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: გურჯაანის #24 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი
პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი და მისი ოჯახი (მეუღლე – ქეთევან მაღულარია, მამა – ბიძინა სონღულაშვილი და ძმა – იოსებ სონღულაშვილი) აქტიურად არიან ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. ისინი სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულნი არიან 27 კომპანიასთან:
კომპანია |
დავით სონღულაშვილის და მისი ოჯახის წევრების წილები |
დამატებითი ინფორმაცია |
შპს „გამსახურდიას 5“ |
16% – დავით სონღულაშვილი, 17% და პრეზიდენტი – იოსებ სონღულაშვილი |
საჯარო რეესტრის მონაცემებით, დავით სონღულაშვილს ამ 8 კომპანიაში მისი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. 5 კომპანიის შემთხვევაში, დეკლარაციაში წილის გადაცემა მითითებულია, თუმცა რეესტრში ეს არ არის ასახული. შპს „გამსახურდიას 5“-მა 2016 წელს 1 მცირე (935₾) გამარტივებული შესყიდვა მიიღო. შპს „ედრესმა“ 2012-2018 წლებში 23 მცირე (5,053₾) გამარტივებული შესყიდვა მიიღო. |
შპს „ედრესი“ |
59% – დავით სონღულაშვილი, დირექტორი – იოსებ სონღულაშვილი |
|
შპს „პროგრესი“ |
50% – დავით სონღულაშვილი |
|
შპს „ბელეზა“ |
100% – დავით სონღულაშვილი დირექტორი – იოსებ სონღულაშვილი |
|
შპს „თიეიჩ ჯორჯია“ |
49% – დავით სონღულაშვილი |
|
შპს „ინტერგაზი“ |
30% – დავით სონღულაშვილი |
|
შპს „დრაი ქლინინგ ჯორჯია“ |
16.67% – დავით სონღულაშვილი |
|
შპს „რთველი-2002“ |
34% – დავით სონღულაშვილი |
|
შპს „სონნეთ ქონსთრაქშენ“ |
პრეზიდენტი – ბიძინა სონღულაშვილი 72% და დირექტორი – იოსებ სონღულაშვილი |
კომპანია ფლობს შპს „ვახუშტი ბაგრატიონის 1“-ის 100%-ს (რომლის დირექტორი ასევე არის იოსებ სონღულაშვილი) |
დირექტორი – ბიძინა სონღულაშვილი |
– |
|
შპს „ეი-ჯი-სი-სი“ |
49% და დირექტორი – ბიძინა სონღულაშვილი |
– |
შპს „ჯეოპროგრეს გრუპ“ |
50% – ბიძინა სონღულაშვილი |
კომპანია ფლობს შპს „ვანილი-მ“-ის 100%-ს და შპს „ჯორჯია გლობალ ინვესტის“ 40%-ს. |
შპს „კოლაგი“ |
68% – ბიძინა სონღულაშვილი |
– |
შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“ |
17% – ბიძინა სონღულაშვილი |
– |
შპს „გურჯაანი+“ |
75% – ბიძინა სონღულაშვილი 25% – იოსებ სონღულაშვილი |
კომპანიამ 2012-2020 წლებში 52 მცირე გამარტივებული შესყიდვა (64,499₾) მიიღო. |
შპს „ალალი 2007“ |
5.5% – ბიძინა სონღულაშვილი |
– |
შპს „ჯეო თრეჟარ“ |
100% და დირექტორი – იოსებ სონღულაშვილი |
ფლობს შპს „პერლიტინვესტის“ 100%-ს |
შპს „ფორფიტ“ |
100% და დირექტორი – იოსებ სონღულაშვილი |
– |
შპს „საბი“ |
50% – იოსებ სონღულაშვილი |
– |
შპს „ტბა2012“ |
45% – იოსებ სონღულაშვილი |
– |
შპს „ბეიბი ზუმი“ |
100% და დირექტორი – ქეთევან მაღულარია |
– |
შპს „კადო“ |
50% და დირექტორი – ქეთევან მაღულარია |
არ არის ნახსენები დეკლარაციაში |
შპს „სი ემ სი ჯგუფი“ |
33% – ქეთევან მაღულარია |
დავით სონღულაშვილს არასრულად აქვს მითითებული მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობა 2020 წლის დეკლარაციაში, სადაც არ არის ნახსენები შპს „კადო“ და შპს „სი ემ სი ჯგუფი“. დეკლარაციაში მას ასევე არასწორად აქვს მითითებული მისი წილის ოდენობა შპს „თიეიჩ ჯორჯიაში“ (33% ნაცვლად 49%-სა). გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებულია, რომ პარლამენტის წევრმა 5 კომპანიაში მის საკუთრებაში არსებული წილი სამართავად სხვა პირს გადასცა, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის ასახული საჯარო რეესტრში. გარდა ამ 5 კომპანიისა, დავით სონღულაშვილს საკუთარი წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია შემდეგ კომპანიებში: შპს „ინტერგაზი,“ შპს „პროგრესი“ და შპს „თიეიჩ ჯორჯია,“ რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.
შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“-ს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში არაპირდაპირ მიღებული აქვს 10,000,000 ₾-ის დაფინანსება. ინვესტიცია გულისხმობს კერამიკული ნაწარმის წარმოებას. სახელმწიფო დაფინანსება ოფიციალურად მიღებული აქვს მსგავსი სახელის მქონე კომპანიას – შპს „კერამიკა ელ ტორენტე“, რომელიც 2019 წელს შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“-ს შეერწყა. თუმცა, დაფინანსების უშუალოდ მიმღები კომპანიის 17%-ს შერწყმამდეც ფლობდა დავით სონღულაშვილის მამა – ბიძინა სონღულაშვილი.
შპს „სონნეთ ქონსთრაქშენს“ სახელმწიფოს უძრავი ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2013 წლის ბოლოს კომპანიამ ელექტრონული აუქციონის პროცედურით 410,000 ლარად სახელმწიფოსგან შეიძინა თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1/4-ში მდებარე 1,078 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 შენობა-ნაგებობა. კომპანიამ აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. პრივატიზაციის საინვესტიციო პირობა გულისხმობდა საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის სხვა ადგილას გადატანა.
დავით სონღულაშვილი, მისი ოჯახის წევრები და მათი ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. ჯამში 2016-18 წლებში მათ მმართველ პარტიას 340,000 ₾ შესწირეს. საინტერესოა, რომ შპს „გამსახურდიას 5-მა,“ იოსებ სონღულაშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ნუკრი ლიპარტაშვილმა ქართულ ოცნებას 2016 წელს თანხა ერთსადაიმავე დღეს – 4 ოქტომბერს შესწირეს.
სახელი გვარი |
შეწირული თანხა |
მიმღები პოლიტიკური პარტია |
თარიღი |
კავშირი მაჟორიტარობის კანდიდატთან |
120,000₾ |
04.10.2016 |
16% – დავით სონღულაშვილი 17% და პრეზიდენტი – იოსებ სონღულაშვილი |
||
40,000₾ |
ქართული ოცნება |
13.09.2017 |
დავით სონღულაშვილის ძმა |
|
60,000₾ |
ქართული ოცნება |
04.10.2016 |
||
50,000₾ |
ქართული ოცნება |
24.10.2016 |
დავით სონღულაშვილის მამა |
|
60,000₾ |
ქართული ოცნება |
04.10.2016 |
შპს „გამსახურდიას 5“ |
|
10,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
03.12.2018 |
შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“ |
|
სულ |
340,000₾ |
პირადად დავით სონღულაშვილმა 2012 წელს 7,000₾ შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
გიორგი ხოჯევანიშვილი
გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში
გიორგი ხოჯევანიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ის 5 კომპანიაში ფლობს წილებს, ხოლო მისი მეუღლე ერთი კომპანიის მეწილე და ერთის დირექტორია. გიორგი ხოჯევანიშვილს სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსით შევსებულ 2019 წლის დეკლარაციაში ყველა კომპანია დეკლარირებული აქვს და საკუთარი წილები კანონის მოთხოვნის დაცვით მართვის უფლებით სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.
პიროვნება |
კომპანია |
წილი |
გიორგი ხოჯევანიშვილი |
შპს „ჯი ენ კა გრუპი“ |
75% |
შპს „ფრუტ ექსპორტ კომპანი“ |
100% |
|
შპს „ჯეო ფრუტ ფროდაქშენი“ |
50% |
|
შპს „გაზლენდი“ |
100% |
|
შპს „დეკერს ჯორჯია“ |
20% |
|
ნათია ჯავახი (მეუღლე) |
შპს „ნორბი“ |
10% |
შპს „Master promotion“ |
დირექტორი |
შპს „გაზლენდს“ 2013-2018 წლებში საწვავის შეძენის 8 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული საერთო ღირებულებით 144,596 ₾. 2012-2020 წლებში ამ კომპანიას მიღებული აქვს 18,000 ₾-ზე მეტი ღირებულების პირდაპირი შესყიდვის 119 მცირე კონტრაქტი, ასევე საწვავზე.
გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლის ბიზნესპარტნიორმა გიორგი გაბუნიამ (შპს „ნორბის“ 42.5%-ის მფლობელი) 2016 წლის ივლისში 59,000₾ შესწირა ქართულ ოცნებას.
ზაალ (ზაზა) დუგლაძე
ხაშურსა და ქარელში მაჟორიტარობის კანდიდატი
ბიზნესმენი ზაალ დუგლაძე 9 კომპანიაში ფლობს წილებს ან იკავებს დირექტორის პოზიციას. სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულია მისი ორი ძმაც – დავით და გიორგი დუგლაძეები. მთლიანობაში, ძმები დუგლაძეები 16 კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი:
კომპანია |
ზაალ დუგლაძის და მისი ძმების წილები |
23% და დირექტორი – ზაალ დუგლაძე; 23% – დავით დუგლაძე |
|
შპს „ელექტრა-ელტედე“ |
25% – ზაალ დუგლაძე; 25% – დავით დუგლაძე |
შპს „ეფ ენდ კომპანი“ |
12.5% – ზაალ დუგლაძე |
შპს „მთაწმინდა-95“ |
20% – ზაალ დუგლაძე; 20% – დავით დუგლაძე |
შპს „GIC“ |
50% – ზაალ დუგლაძე |
შპს „აისი ინკ“ |
34% – ზაალ დუგლაძე; 33% და დირექტორი – დავით დუგლაძე |
შპს „ვენი ვიდი ჯორჯია“ |
20% – ზაალ დუგლაძე; 20% – დავით დუგლაძე; 20% – გიორგი დუგლაძე |
შპს „DWC&CO“ |
დირექტორი – ზაალ დუგლაძე |
შპს „ივერია ალკო“ |
დირექტორი – ზაალ დუგლაძე |
შპს „ჯეო პროდუქტი“ |
60% – დავით დუგლაძე |
შპს „თემი“ |
50% – დავით დუგლაძე |
შპს „ლომის მთა“ |
34% – დავით დუგლაძე |
შპს „ენერჯი თრეიდ ინკ“ |
35% – გიორგი დუგლაძე |
შპს „იმერეთი 2014“ |
50% – გიორგი დუგლაძე |
გარდა ჩამოთვლილი კომპანიებისა, შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ თავის მხრივ ფლობს 100%-იან წილებს შპს „ვარციხის კონიაკის ქარხანასა“ და შპს „ივერია ალკოში“. შპს „ვარციხის კონიაკის ქარხანას“ 2013 წლამდე სახელმწიფო კომპანია იყო; 2013 წლის დეკემბერში იგი ელექტრონული აუქციონის შედეგად 2,010,000 ლარად (საწყისი ფასი 1,340,000) შეიძინა შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“.
შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ 2018 წელს გაიმარჯვა 2 სახელმწიფო ტენდერში: ერთი მცირე ღირებულების (3,692₾) იყო, ხოლო მეორე – შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცქრიალა ღვინის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 160,768 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, 2016-2019 წლებში კომპანიამ მიიღო 17 მცირე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი საერთო ღირებულებით 16,945 ₾.
ზაალ დუგლაძე, მისი ოჯახის წევრები და მათი ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. მხოლოდ ზაალ დუგლაძემ და მისმა ძმებმა ქართულ ოცნებას მთლიანობაში 340,000₾ შესწირეს, ხოლო ბიზნესპარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაც არის ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი – 990,000₾:
სახელი გვარი |
შეწირული თანხა |
მიმღები პოლიტიკური პარტია |
თარიღი |
კავშირი მაჟორიტარობის კანდიდატთან |
25,000₾ |
ქართული ოცნება |
05.05.2020 |
– |
|
20,000₾ |
ქართული ოცნება |
06.06.2019 |
||
40,000₾ |
ქართული ოცნება |
10.08.2017 |
||
30,000₾ |
ქართული ოცნება |
15.09.2016 |
||
25,000₾ |
ქართული ოცნება |
05.05.2020 |
ზაალ დუგლაძის ძმა |
|
10,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
11.10.2018 |
||
60,000₾ |
ქართული ოცნება |
09.08.2017 |
||
50,000₾ |
ქართული ოცნება |
22.09.2016 |
||
20,000₾ |
ქართული ოცნება |
11.09.2017 |
ზაალ დუგლაძის ძმა |
|
30,000₾ |
ქართული ოცნება |
10.08.2017 |
||
30,000₾ |
ქართული ოცნება |
21.09.2016 |
||
20,000₾ |
ქართული ოცნება |
02.04.2020 |
შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“; შპს „ეფ ენდ კომპანი“; შპს „აისი ინკ“; |
|
30,000₾ |
ქართული ოცნება |
20.02.2020 |
||
45,000₾ |
ქართული ოცნება |
28.03.2019 |
||
45,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
03.10.2018 |
||
30,000₾ |
ქართული ოცნება |
11.09.2017 |
||
30,000₾ |
ქართული ოცნება |
15.09.2016 |
||
შპს ტორნადო+ |
35,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
15.11.2018 |
კომპანიის 79.5%-ის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი |
50,000₾ |
ქართული ოცნება |
07.12.2016 |
||
შპს ციტადელი |
100,000₾ |
ქართული ოცნება |
02.07.2019 |
კომპანიის 75%-ის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი |
40,000₾ |
ქართული ოცნება |
08.09.2017 |
||
100,000₾ |
ქართული ოცნება |
06.10.2016 |
||
5,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
08.10.2018 |
შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“; შპს „მთაწმინდა-95“; შპს „თემი“ |
|
50,000₾ |
ქართული ოცნება |
07.09.2017 |
||
50,000₾ |
ქართული ოცნება |
21.09.2016 |
||
20,000₾ |
ქართული ოცნება |
28.03.2019 |
შპს „ენერჯი თრეიდ ინკ“; შპს „მთაწმინდა-95“ |
|
სულ |
990,000₾ |
გარდა ამისა, ზაალ დუგლაძემ 2012 წელს 60,000₾ შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
აღსანიშნავია, რომ გიორგი დუგლაძე სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეა. 2020 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში მას მისი სამივე კომპანია დეკლარირებული აქვს, თუმცა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მის საკუთრებაში არსებული წილები არ აქვს მართვის უფლებით გადაცემული სხვა პირისთვის. ასევე, შპს „ვენი ვიდი ჯორჯიას“ შემთხვევაში, გიორგი დუგლაძეს არასრულად აქვს მითითებული კომპანიის სხვა მეწილეების შესახებ ინფორმაცია (სწორედ ამ კომპანიაში ფლობენ წილებს მისი ძმები).
ანტონ ობოლაშვილი
ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი
ანტონ ობოლაშვილი აქტიურად არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მას 8 კომპანიაში აქვს წილი ან იკავებს დირექტორის/წარმომადგენლის პოზიციას, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ 6 კომპანიას ფლობენ:
კომპანია |
წილი |
დამატებითი ინფორმაცია |
შპს „გლობალფარმი“ |
100% და დირექტორი |
კომპანია სრულად ფლობს 3 შვილობილს: შპს „გლობალ რეალ ისთეით“; შპს „მონოგრაფი“; და შპს „სომინი“. 2012-2017 წლებში კომპანიამ მიიღო 18 პირდაპირი კონტრაქტი, აქედან 17 მცირე – 43,472 ₾, ხოლო ერთი (2012) დიდი – 210,119 ₾. |
შპს „გლობალინვესთმენთი“ |
100% |
კომპანია ფლობს წილებს კიდევ 3 კომპანიაში: 25% – შპს „სააფთიაქო სახლი“; 25% – შპს „W/M ინვესთმენთი“; და 100% – შპს „ვესთ თრეიდინგ WEST TRAIDING“ |
შპს „ჯეომედიცინი“ |
35% |
– |
შპს „მესხეთი 2004“ |
100% |
– |
შპს „პარკლაინი“ |
60% |
– |
შპს „უნივერსი 2017“ |
დირექტორი |
კომპანიის 100% ეკუთვნის გლობალფარმს |
წარმომადგენელი |
– |
|
შპს “ვოლდ მედიცინის” ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში |
წარმომადგენელი |
– |
ანტონ ობოლაშვილის კომპანიის შპს „გლობალფარმის“ კომერციულმა დირექტორმა რობერტ ელოიძემ 2012 წელს 50,000 ₾ შესწირა „ნაციონალურ მოძრაობას“.
სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული ანტონ ობოლაშვილის მეუღლე ლია ობოლაშვილი. ის 5 კომპანიაში ფლობს წილებს ან იკავებს დირექტორის პოზიციას:
კომპანია |
წილი |
დამატებითი ინფორმაცია |
შპს „Beauty Life“ |
100% და დირექტორი |
კომპანია ფლობს (100%) შპს „კეონი აკადემიას“ |
შპს „ბეიბი ლენდ“ |
50% |
|
შპს „დანი 2012“ |
70% |
კომპანიამ 2013-20 წლებში მიიღო 600,000₾-ზე მეტი ღირებულების 638 მცირე გამარტივებული შესყიდვა. |
შპს „ჰოსთ ჰაუზ“ |
50% |
– |
გოჩა ენუქიძე
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი
გოჩა ენუქიძე 2008 და 2012 წელს ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა, ხოლო 2016 წელს ის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ წარადგინა. გოჩა ენუქიძე სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულია 31 კომპანიასთან. სახელმწიფო შესყიდვების გზით მის ერთ-ერთ კომპანიას ბოლო 8 წლის განმავლობაში 2.5 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. გოჩა ენუქიძე პირდაპირ წილებს ფლობს 5 კომპანიაში:
კომპანია |
წილი |
დამატებითი ინფორმაცია |
შპს „იბერკომპანი“ |
100% |
2012-2020 წლებში კომპანიას მიღებული აქვს 912 პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტი საწვავის შესყიდვაზე, რომელთა საერთო ღირებულება 2.5 მილიონ ლარს აჭარბებს. კონტრაქტების უმეტესობა მცირე ღირებულებისაა (5,000 ლარზე ნაკლები), თუმცა არის ორი შედარებით დიდი კონტრაქტიც: 2018 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „იბერკომპანის“ გაუფორმა ორი კონტრაქტი ღირებულებით 266,756₾ და 229,706₾. |
შპს „ალიანს მოტორს-თბილისი“ |
25% |
– |
შპს „კასლეთი 1“ |
45% |
კომპანიის დირექტორი და 5%-ის მფლობელია მისი შვილი თინათინ ენუქიძე. |
შპს „არქი თაუერ“ |
25% |
– |
შპს „აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი“ |
20% |
კომპანია ფლობს 3%-იან წილს შპს-ში „სამედიცინო ფირმა დოიჩე ფახკლინიკ ფურ ონკოლოგიე“ |
გოჩა ენუქიძემ ბოლო დეკლარაცია 2020 წლის ივნისში შეავსო, სადაც მის საკუთრებაში არსებული ყველა კომპანია და ასევე ამ კომპანიების შვილობილი კომპანიები სრულყოფილად დაადეკლარირა. გოჩა ენუქიძეს ასევე კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ყველა კომპანიის წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის აქვს გადაცემული, გარდა შპს „აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტისა“, რომლის შემთხვევაშიც საჯარო რეესტრმა რეგისტრაციის დროს დაადგინა ხარვეზი, რის გამოც გოჩა ენუქიძე ფორმალურად რჩება წილის მმართველად, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის მოთხოვნებთან.
შპს „იბერკომპანის“ სახელმწიფო უძრავი ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2017 წელს ელექტრონული აუქციონის საშუალებით კომპანიამ 118,000 ლარად შეისყიდა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძეგვში მდებარე 5,775 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 2019 წელს კომპანიამ ამავე პროცედურით 10,300 ლარად სახელმწიფოსგან შეისყიდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე N18-ის მიმდებარედ არსებული 195 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ორივე აუქციონში, რომლებსაც არ ჰქონდათ რაიმე საინვესტიციო ვალდებულება, კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
გარდა აღნიშნული კომპანიებისა, გოჩა ენუქიძე არის შპს „იბერკომპანის“ საკუთრებაში არსებული 14 კომპანიის არაპირდაპირი მფლობელი:
კომპანია |
შპს იბერკომპანის წილი |
კომპანია |
შპს იბერკომპანის წილი |
შპს „იბერია სამაჩაბლო“ |
50% |
50% |
|
შპს „იბერჰესი“ |
100% |
შპს „მარნეული ალმონდს„ |
90% |
შპს „იბერვაინი“ |
100% |
შპს „ჰოუმმარტი„ |
100% |
შპს „დელტა გაზი“ |
10% |
შპს „კერა დეველოპმენტი„ |
50% |
შპს „ფოთპეტროლი„ |
40% |
შპს გალაქსი ინვესტი„ |
100% |
შპს „შატრო ველი„ |
20% |
შპს „საბურთალოს ბაზარი 2012„ |
60% |
შპს „არქი რივერსაიდი„ |
50% |
შპს „ომეგა გაზი„ |
35% |
სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია გოჩა ენუქიძის შვილი, თინათინ ენუქიძე. ის 10 კომპანიაში ფლობს წილებს ან იკავებს დირექტორის პოზიციას:
კომპანია |
წილი |
დამატებითი ინფორმაცია |
შპს „იბერვაინი“ |
დირექტორი |
კომპანიის 100% ეკუთვნის შპს „იბერკომპანის“ 2018-2019 წლებში კომპანიას მიღებული აქვს 11 მცირე ღირებულების პირდაპირი კონტრაქტი საერთო ღირებულებით 13,855₾. |
შპს „ჯგუფი ბაფ“ |
10% |
– |
შპს „ევრო ტესტი“ |
25% |
– |
შპს „იბერჰესი“ |
დირექტორი |
კომპანიის 100% ეკუთვნის შპს „იბერკომპანის“ |
შპს „ნაბერაული ვაინს“ |
დირექტორი |
კომპანიის 100% ეკუთვნის შპს „იბერვაინს“ |
შპს „კასლეთი 1“ |
5% და დირექტორი |
– |
შპს არეა 27 |
დირექტორი |
ოთხივე კომპანია სრულად ეკუთვნის შპს „მარნეული ალმონდს“ (იგივე შპს „ოპტიმა“), რომლის 90%-ს, თავის მხრივ, ფლობს შპს „იბერკომპანი“. |
შპს არეა 95 |
დირექტორი |
|
შპს არეა 08 |
დირექტორი |
|
შპს არეა 20 |
დირექტორი |
გოჩა ენუქიძის მეუღლე, დეა მელაძე ფლობს 25%-იან წილს შპს „გამაში“1, რომელიც გოჩა ენუქიძის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას.
გოჩა ენუქიძე და მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. გოჩა ენუქიძემ თავად ქართულ ოცნებას 165,000 ₾ შესწირა, ხოლო მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორებთან ერთად შეწირული თანხა 1,254,000 ლარს აღწევს:
სახელი გვარი |
შეწირული თანხა |
მიმღები პოლიტიკური პარტია |
თარიღი |
კავშირი მაჟორიტარობის კანდიდატთან |
60,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
28.09.2018 |
– |
|
50,000₾ |
ქართული ოცნება |
01.09.2017 |
||
55,000₾ |
ქართული ოცნება |
29.07.2016 |
||
35,000₾ |
ქართული ოცნება |
23.12.2019 |
შპს „დელტა გაზი“; შპს „ომეგა გაზი“ |
|
60,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
27.11.2018 |
||
50,000₾ |
ქართული ოცნება |
18.10.2017 |
||
20,000₾ |
ქართული ოცნება |
26.11.2019 |
შპს „ჯგუფი ბაფ“; შპს „დელტა გაზი“ |
|
10,000₾ |
ქართული ოცნება |
25.10.2018 |
||
60,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
27.11.2018 |
შპს „ჯგუფი ბაფ“; შპს „ომეგა გაზი“; შპს „დელტა გაზი“ |
|
100,000₾ |
ქართული ოცნება |
17.10.2017 |
კომპანიის 52% ეკუთვნის ამ ცხრილში ნახსენებ გოჩა ენუქიძის 3 ბისნესპარტნიორს: მერი ჯაფარიძეს, ზაზა ვაშაკიძესა და ნაზი ლიპარტელიანს. |
|
30,000₾ |
ქართული ოცნება |
26.04.2013 |
შპს „ჯგუფი ბაფ“ |
|
25,000₾ |
ქართული ოცნება |
13.10.2017 |
შპს „ჯგუფი ბაფ“ |
|
20,000₾ |
ქართული ოცნება |
29.11.2019 |
შპს „ჯგუფი ბაფ“ |
|
15,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
25.10.2018 |
||
15,000₾ |
ქართული ოცნება |
18.10.2017 |
||
50,000₾ |
ქართული ოცნება |
18.10.2017 |
შპს „ჯგუფი ბაფ“; შპს „ომეგა გაზი“; შპს „დელტა გაზი“ |
|
50,000₾ |
ქართული ოცნება |
12.12.2019 |
შპს „ევრო ტესტი“ |
|
60,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
06.11.2018 |
||
60,000₾ |
ქართული ოცნება |
17.08.2016 |
||
60,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
28.09.2018 |
შპს „კერა დეველოპმენტი“ |
|
30,000₾ |
ქართული ოცნება |
25.08.2016 |
||
60,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
08.10.2018 |
შპს „არქი თაუერ“ |
|
50,000₾ |
ქართული ოცნება |
08.09.2016 |
||
55,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
17.10.2018 |
შპს „საწვავის ტრანსკავკასიური კომპანია“ |
|
40,000₾ |
ქართული ოცნება |
23.10.2013 |
შპს „ალიანს მოტორს-თბილისი“ |
|
30,000₾ |
ქართული ოცნება |
06.09.2017 |
შპს „შატრო ველი“ |
|
10,000₾ |
ქართული ოცნება |
20.09.2017 |
შპს „შატრო ველი“ |
|
14,000₾ |
ქართული ოცნება |
05.09.2016 |
შპს „ფოთპეტროლი“ |
|
10,000₾ |
ქართული ოცნება |
28.11.2019 |
შპს „დელტა გაზი“; შპს „ომეგა გაზი“ |
|
30,000₾ |
ქართული ოცნება |
01.08.2016 |
შპს „კასლეთი 1“; შპს „ევრო ტესტი“ |
|
15,000₾ |
ქართული ოცნება |
22.01.2014 |
შპს „კასლეთი 1“ |
|
20,000₾ |
ქართული ოცნება |
23.10.2013 |
||
5,000₾ |
ქართული ოცნება |
18.10.2017 |
შპს „ჯგუფი ბაფ“ |
|
სულ |
1,245,000₾ |
საინტერესოა, რომ გოჩა ენუქიძე და მისი ბიზნესპარტნიორები ხშირად ერთი და იგივე დღეს, კოორდინირებულად ახორციელებდნენ პოლიტიკურ შემოწირულებებს.
2013 წლამდე გოჩა ენუქიძე და მისი ახლანდელი ბიზნესპარტნიორების ნაწილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები იყვნენ:
სახელი გვარი |
შეწირული თანხა |
მიმღები პოლიტიკური პარტია |
თარიღი |
60,000₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
16.07.2012 |
|
60,000₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
22.08.2012 |
|
15,000₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
25.07.2012 |
|
40,000₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
27.09.2012 |
|
20,000₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
24.08.2012 |
ბეჟან წაქაძე
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი
ბიზნესმენი ბეჟან წაქაძე 9 კომპანიას ფლობს, ხოლო მისი შვილი ბიძინა წაქაძე 7 კომპანიის მეწილეა:
სახლი გვარი |
კომპანია |
წილი |
ბეჟან წაქაძე |
შპს „ჯდჯ ინდუსტრი“ |
დირექტორი |
შპს „სოლიდი“ |
40% |
|
შპს „ლა გრანდე დიმორა“ |
50% |
|
შპს „დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი“ |
50% |
|
50% |
||
შპს „ჯდჯ პლაზა“ |
100% |
|
შპს „ჯდჯ პალასი“ |
100% |
|
შპს „ჯდჯ იმერეთი“ |
100% |
|
შპს „მაგნოლია“ |
100% |
|
ბიძინა წაქაძე (შვილი) |
შპს „ნიუ ჰაუსი“ |
100% და დირექტორი |
შპს „ელმარი“ |
100% და დირექტორი |
|
შპს „პიგსი“ |
20% |
|
შპს „ყვარელი-2012“ |
25% |
|
შპს „დომინო ქონსთრაქშენს“ |
25% |
|
შპს „ოკეანე OCEAN“ |
100% |
|
50% |
შპს „დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრმა“ 2016-2019 წლებში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული 7 ტენდერი მოიგო ჯამური ღირებულებით 111,339 ₾.
ბეჟან წაქაძე, მისი შვილი ბიძინა წაქაძე და მათი ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. მთლიანობაში მათ ქართულ ოცნებას 320,000 ₾ შესწირეს:
სახელი გვარი |
შეწირული თანხა |
მიმღები პოლიტიკური პარტია |
თარიღი |
კავშირი მაჟორიტარობის კანდიდატთან |
60,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
14.12.2018 |
– |
|
30,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
14.12.2018 |
ბეჟან წაქაძის შვილი |
|
60,000₾ |
ქართული ოცნება |
03.08.2016 |
||
60,000₾ |
ქართული ოცნება |
31.07.2017 |
შპს „ყვარელი-2012“ |
|
50,000₾ |
ქართული ოცნება |
13.09.2016 |
||
60,000₾ |
ქართული ოცნება |
13.09.2016 |
შპს „ყვარელი-2012“ |
|
სულ |
320,000₾ |
ზაზა ლომინაძე
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი
ზაზა ლომინაძე 3 კომპანიაში ფლობს წილებს ან/და იკავებს დირექტორის პოზიციას:
კომპანია |
კავშირი |
მონაწილეობა შესყიდვებში |
შპს „ლჯ და კო – ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი“ |
25% და დირექტორი |
2017 წელს ქუთაისის მუნიციპალური შპს-ებისგან აქვს მიღებული პირდაპირი შესყიდვის 4 მცირე კონტრაქტი ჯამური ღირებულებით 3,450₾. |
შპს „კლინიკა-ლჯ“ |
35% |
2015 წელს მოგებული აქვს სამედიცინო მომსახურების 3 ტენდერი ჯამური ღირებულებით 71,055₾; 2012-2020 წლებში მიღებული აქვს პირდაპირი შესყიდვის 54 მცირე კონტრაქტი ჯამური ღირებულებით 38,043₾. |
შპს „ჭადრაკი ტვ“ |
40% |
– |
შპს „ლჯ და კო – ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი“ ამავე დროს ფლობს შპს „ლჯ და კომპანია – დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ 95%-ს, რომლის დანარჩენი 5%-ის მფლობელი სახელმწიფოა. 2016 წლამდე აღნიშნული კომპანია სახელმწიფო საწარმო იყო; 2016 წლის თებერვალში მთავრობამ პირდაპირი გაყიდვის (პრივატიზაციის) განკარგულებით 200,000 ლარად და 2 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადების პირობით (საავადმყოფოს აშენება ქუთაისში) გადასცა შპს „ლჯ და კო – ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს“, რომლის 20%-იანი წილის მფლობელი ზაზა ლომინაძე, იმ დროს, ქუთაისის საკრებულოს წევრი იყო.
პრივატიზაციის შემდეგ, 2016-2020 წლებში, კომპანიას მიღებული აქვს პირდაპირი შესყიდვის 28 შედარებით მცირე კონტრაქტი ჯამური ღირებულებით 87,501₾ და 1 მსხვილი კონტრაქტი ღირებულებით 710,000₾ (COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურება).
ზაზა ლომინაძემ 2014 წელს ქართულ ოცნებას 875₾ შესწირა.
ვასილ ჩიგოგიძე
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი
ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე 2004-08 წლებში ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო („მოქალაქეთა კავშირი“). ის სხვადასხვა ფორმით 28 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ვასილ ჩიგოგიძე პირდაპირ დაკავშირებულია 20 კომპანიასთან, სადაც ის ფლობს წილებს ან/და იკავებს დირექტორის პოზიციას:
კომპანია |
წილი |
კომპანია |
წილი |
შპს „ჩიგო“ |
100% და დირექტორი |
შპს „ჯავარდენი“ |
67% |
შპს „ვიტეშოპ“ |
100% და დირექტორი |
შპს „ბრიჯ – დეველოფმენთ“ |
50% |
შპს „გუბაზეული 2018“ |
100% და დირექტორი |
შპს „იუნიტრანს ჯორჯია“ |
50% |
შპს „ელეშოპ“ |
100% და დირექტორი |
შპს „პროგრეს 2012“ |
25% |
შპს „ვაკო“ |
50% |
შპს „საქრკინიგზაექსპედიცია“ |
40% |
25% |
შპს „ალიგატორი XXI“ |
66.67% |
|
შპს „თეატრები აპოლო“ |
10% |
შპს „პერანდუს“ |
40% |
შპს „ეს ენდ ჯი ინვესტმენტ“ |
40% |
40% |
|
შპს „გეოაგრომაქსი“ |
100% |
შპს „მაქო“ |
40% |
შპს „მუხა“ |
30% |
შპს „პალიასტომი-საფარი“ |
50% |
გარდა ამისა, მისი ოთხი კომპანია, თავის მხრივ, ფლობს 8 სხვა კომპანიას:
ძირითადი კომპანია |
შვილობილი კომპანია |
შპს „ჩიგო“ |
შპს „მარაბდა 2007“ (90%); შპს „ტერასა იპოდრომი“ (50%) |
შპს „ვაკო“ |
შპს „საქართველოს ლატარიის სისტემები“ (50%); შპს „კჯ ჰოლდინგზ კორპორეიშნ“ (50%) (ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ფლობს შპს „საქართველო კორეის ტაქსის კომპანიას“(100%)) |
შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ |
შპს კალათბურთის აკადემია (50%) |
შპს „საქრკინიგზაექსპედიცია“ |
შპს „მეტეორი“ (51%); შპს „სატრანსპორტო – საექსპედიციო სერვისი დავით სარაჯიშვილი 97“ (25%) |
2016-2020 წლებში ქვეყნის მასშტაბით 624 საჯარო სკოლამ და მუზეუმმა შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან“ 115 ლარად პირდაპირი წესით შეისყიდა (ჯამში 71,760₾) სასწავლო-შემეცნებითი დოკუმენტური ფილმების „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ ელექტრონულ ვერსიები.
ვასილ ჩიგოგიძე შპს „მუხას“ 30%-იანი წილის მფლობელია, ამ კომპანიაში მისმა ბიზნესპარტნიორმა და 40%-ის მფლობელმა ნიკოლოზ კვეზერელმა 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 47,000₾ შესწირა. მისმა კიდევ ერთმა პარტნიორმა, შპს „საქრკინიგზაექსპედიციის“ 40%-ის მფლობელმა გრიგოლ მიქელაძემ 2016 წელს ქართულ ოცნებას 55,000₾ შესწირა.
ირაკლი ხახუბია
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი
ირაკლი ხახუბია და მისი მეუღლე მაკა ხახუბია 8 კომპანიაში ფლობენ წილს:
პიროვნება |
კომპანია |
წილი |
ირაკლი ხახუბია |
შპს „აისბერგი 2“ |
25% |
შპს „ჯეონათსი“ |
25% |
|
შპს „Gcm Service“ |
18% |
|
შპს „Geo Capital Management“ |
18% |
|
შპს „აისბერგ ტრეიდინგ“ |
16.7% |
|
მაკა ხახუბია |
შპს „კვიპაროსი“ |
15% და დირექტორი |
შპს „ჩელა“ |
25% |
|
შპს „პონტე ვეკიო“ |
25% |
ირაკლი ხახუბიას პარლამენტის დეპუტატის რანგში შევსებულ ბოლო დეკლარაციაში ყველა აღნიშნული კომპანია დეკლარირებული აქვს, თუმცა მას საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევით საკუთარი წილები დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია შემდეგ კომპანიებში: შპს „Gcm Service“, შპს „Geo Capital Management“ და შპს „აისბერგ ტრეიდინგ.“
შპს „აისბერგი 2-ს“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული აქვს 2,646,900 ₾-ის დაფინანსება. ინვესტიცია გულისხმობს თევზის ზეთისა და თევზის ფქვილის წარმოებას.
გარდა ჩამოთვლილი კომპანიებისა, შპს „აისბერგი 2“ თავის მხრივ ფლობს შპს „გეოფიშ კომპანის“ 64%, შპს „ეი ჯი ეს ჯგუფის“ 25.28%-ს და შპს „ფოთი 2012-ის“ 22%. ირაკლი ხახუბიას დეკლარაციაში არასრულად აქვს ნახსენები ეს დაკავშირებული საწარმოები, რაც ასევე კანონის დარღვევაა.
2020 წელს შპს „გეოფიშ კომპანიმ“ პრივატიზაციის გზით შეიძინა 2 სახელმწიფო ქონება: 1. ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთში არსებული 1,300 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 46,000 ლარად; და 2. ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთში არსებული 5,052 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 129,000 ლარად. ორივე პროცედურა ჩატარდა ელექტრონული აუქციონის გამოყენებით, თუმცა შპს “გეოფიშ კომპანიმ“ ორივე აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო. აუქციონების პირობებში არ შედიოდა რაიმე საინვესტიციო ვალდებულება.
ირაკლი ხახუბია და მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. მთლიანობაში, ირაკლი ხახუბიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ქართულ ოცნებას 458,000 ₾ შესწირეს:
სახელი გვარი |
შეწირული თანხა |
მიმღები პოლიტიკური პარტია |
თარიღი |
კავშირი მაჟორიტარობის კანდიდატთან |
60,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
15.10.2018 |
– |
|
50,000₾ |
ქართული ოცნება |
12.12.2019 |
შპს „აისბერგი 2“; შპს „ჯეონათსი“; შპს „Gcm Service“; შპს „Geo Capital Management“; შპს „აისბერგ ტრეიდინგ“; შპს „ეი ჯი ეს ჯგუფი“; შპს „ჩელა“; შპს „პონტე ვეკიო“ |
|
60,000₾ |
სალომე ზურაბიშვილი |
06.11.2018 |
||
60,000₾ |
ქართული ოცნება |
17.08.2016 |
||
60,000₾ |
ქართული ოცნება |
17.08.2016 |
შპს „აისბერგი 2“; შპს „აისბერგ ტრეიდინგ“; შპს „ჯეონათსი“ |
|
48,000₾ |
ქართული ოცნება |
12.12.2019 |
შპს „პონტე ვეკიო“ |
|
60,000₾ |
ქართული ოცნება |
17.08.2016 |
||
60,000₾ |
ქართული ოცნება |
17.08.2016 |
შპს „კვიპაროსი“ |
|
სულ |
458,000₾ |
საინტერესოა ისიც, რომ 2016 წლის 17 აგვისტოს, მისმა ბიზნესპარტნიორებმა თენგიზ სარიშვილმა და ნიკოლოზ ლატარიამ და მისი მეუღლის, მაკა ხახუბიას ბიზნესპარტნიორებმა მარინა ესებუამ და რამაზ გუჯაბიძემ, ერთსადაიმავე დღეს, კანონით დაშვებული მაქსიმალური რაოდენობის თანხა, 60,000₾ შესწირეს სათითაოდ „ქართულ ოცნებას“ (ჯამში 240 000).
აღსანიშნავია, რომ როგორც ირაკლი ხახუბია, ისე მისი ბიზნესპარტნიორები 2013 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები იყვნენ:
სახელი გვარი |
შეწირული თანხა |
მიმღები პოლიტიკური პარტია |
თარიღი |
10,000₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
27.08.2012 |
|
40,000₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
27.09.2012 |
|
20,000₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
24.08.2012 |
|
40,000₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
27.09.2012 |
|
20,000₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
27.08.2012 |
|
15,000₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
13.08.2012 |
|
1,100₾ |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
27.08.2012 |
ანზორ ბოლქვაძე
ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი
ანზორ ბოლქვაძე ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი 2008 და 2012 წელს „ერთანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა, ხოლო 2016 წელს უკვე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იყო. ის პირადად არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, თუმცა, მისი მეუღლე თინა ბოლქვაძე და შვილი ნოდარ ბოლქვაძე ფლობენ წილებს 8 კომპანიაში:
პიროვნება |
კომპანია |
წილი |
დამატებითი ინფორმაცია |
თინა ბოლქვაძე |
შპს „ფონი+“ |
100% |
კომპანიას მიღებული აქვს 5 მცირე გამარტივებული შესყიდვა (3,000₾). |
შპს „ჰორიზონტი“ |
100% |
– |
|
შპს „აისი გოდერძი“ |
33.3% |
2017-2018 წლებში კომპანიას მოგებული აქვს 2 ტენდერი (132,000₾) შპს „Goderdzi Resorts“-ისგან, რომელიც აჭარის მთავრობის შპს-ა; ასევე, 2018-2019 წლებში მიღებული აქვს 15 მცირე პირდაპირი შესყიდვა (8,000₾-მდე), ძირითადად იმავე შემსყიდველისგან. |
|
ნოდარ ბოლქვაძე |
შპს „Replay Tbilisi“ |
100% და დირექტორი |
– |
შპს „ბი ემ სი“ |
50% |
2015 წელს ორი მცირე, 2,000 ₾-მდე გამარტივებული შესყიდვა მიიღო სახელმწიფოსგან. |
|
შპს „ნია“ |
100% და დირექტორი |
14,514 ₾-ის საერთო ღირებულების 5 გამარტივებული შესყიდვა 2016-17 წლებში. |
|
შპს „გადახურვის სერვისი“ |
100% და დირექტორი |
– |
|
შპს „ოქროს ნაბიჯი“ |
100% და დირექტორი |
– |
ანზორ ბოლქვაძემ ბოლო დეკლარაცია პარლამენტის დეპუტატის სტატუსით 2020 წლის მაისში შეავსო. მას არ აქვს დეკლარირებული კომპანია „ბი ემ სი,“ რომლის 50%-საც მისი შვილი, ნოდარ ბოლქვაძე ფლობს, რაც კანონის დარღვევაა.
ანზორ ბოლქვაძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 6,500₾ შესწირა, ხოლო 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ – 10,000₾.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა კვლევა ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიების მიერ მოგებული სახელმწიფო შესყიდვებისა და მის ქონებრივ დეკლარაციაში არსებულ დარღვევების შესახებ. კვლევის მიხედვით, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების 3-მა კომპანიამ აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო.
ალექსანდრე მოწერელია
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი
ალექსანდრე მოწერელია ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. სახელმწიფო რწმუნებულის რანგში შევსებული დეკლარაციის თანახმად ის 3 კომპანიაში ფლობს წილებს: შპს „ქაპ ჯორჯია“ – 49%, შპს „აერკომპანი“ – 16,34% და სლოვაკეთში რეგისტრირებული კომპანია შპს „Svet Orechov“ – 49%. ალექსანდრე მოწერელიას საკუთარი წილები კანონის მოთხოვნის დაცვით მართვის უფლებით სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.
ალექსანდრე მოწერელიას დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ მისი მეუღლე, ლალი ხუადე ფლობს 50%-იან წილებს ორ კომპანიაში: შპს „გ.გ.გ.“ და შპს „ანამო“, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა კვლევა სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციულ ხარჯებზე, მათ შორის, ალექსანდრე მოწერელიას საეჭვოდ დიდი მოცულობის საწვავის ხარჯებზე.
ირაკლი ქადაგიშვილი
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: კახეთის ყოფილი გუბერნატორი
ირაკლი ქადაგიშვილი ფლობს შპს „ჯეოდილის“ 15%-იან წილს. ის კახეთში სახელმწიფო რწმუნებული 2016 წლიდან იყო, მას აღნიშნული კომპანია 2019 წელს დეკლარირებული აქვს, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
2012 წელს ირაკლი ქადაგიშვილმა 16,000₾ შესწირა „თავისუფალ დემოკრატებს“, რომელიც იმ დროს „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი იყო.
სამველ მანუკიანი
ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: პარლამენტის დეპუტატი
სამველ მანუკიანი 3 კომპანიაში ფლობს წილებს: შპს „გრანდი“ – 50%, შპს „კრისტალლი“ – 50% და შპს „გეოფუდი“ – 50%. იგი პარლამენტის მოქმედი წევრია და მის საკუთრებაში არსებული კომპანიები დეკლარირებული აქვს, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მას ეს წილები მართვის უფლებით დროებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
სამველ მანუკიანმა 2016 წელს მმართველ პარტიას 45,000₾ შესწირა.
გოგი მეშველიანი
ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი
გოგი მეშველიანი არ არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. მან 2016 წელს 20,000₾ შესწირა „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“.
პაატა კვიჟინაძე
საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი
პაატა კვიჟინაძე არ არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. მან 2014-16 წლებში 50,000₾ შესწირა „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“.
ირაკლი ჩიქოვანი
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და პრესსპიკერი
ირაკლი ჩიქოვანი 2012-2016 წლებში „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი იყო პარლამენტში. იგი არ არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. 2012-16 წლებში მან თავისუფალ დემოკრატებს 27,000₾ , 2012-14 წლებში კი „ქართულ ოცნებას“ – 21,110₾ შესწირა.
გივი ჭიჭინაძე
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი
გივი ჭიჭინაძე არ არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. 2018 წელს მან 4,000₾ შესწირა სალომე ზურაბიშვილს.
რესან კონცელიძე
ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე
რესან კონცელიძის მეუღლე თინა ცივაძე ფლობს შპს „გლობალ რენტის“ 100%-ს და არის აღნიშნული კომპანიის დირექტორი. რესან კონცელიძემ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას ბოლო დეკლარაცია 2020 წლის მარტში შეავსო, სადაც მან არ ახსენა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანია, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.
ზაალ მიქელაძე
ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
ზაალ მიქელაძემ ბოლო დეკლარაცია 2020 წლის თებერვალში შეავსო, რომლის მიხედვითაც ის სს „ქობულეთის სამედიცინო ცენტრის“ აქციონერია.