ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს, 11 სექტემბერს სარჩევნო უბნებში კონკურსის წესით წევრებს ირჩევს, რომლებიც კანონის თანახმად ნეიტრალურები უნდა იყვნენ. “ნაციოანლური მოძრაობის” წევრების განცხადებით, საოლქო კომისია “ქართული ოცნების” აგიტატორების დასაქმებას გეგმავს.
გიორგი კირთაძე ამტკიცებს, რომ “ქართულ ოცნებას” აგიტატორების საარჩევნო უბნებში ყოფნა არჩევნების გასაყალბებად სჭირდება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, მათ მიმართეს საოლქო კომისიას მიეწოდებინათ სია, თუ ვინ იღებდა კონკურსში მონაწილეობას, რაზეც კომისიამ ინფორმაცია არ მიაწოდა.
კირთაძის მტკიცებით, ესენი “ქართული ოცნების” აქტიური წევრები და მხარდამჭერები არიან, ამის დასტურად მან სოციალურ ქსელში მათ მიერ გამოქვეყნებული სურათები და პოსტები გამოაშკარავა.