ბორჯომის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოში 81 812 ლარის დაფინანსება გასცა

391

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოს თვეში 81 812 ლარის დაფინანსება გასცა, – ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 334 ბენეფიციარს გაუწია. 40 076 ლარი, 74 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 70 ბენეფიციარი 11 036 ლარით დაფინანსდა. სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა,დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.