თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეათე ნომრად დასახელდა

1243

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეათე ნომრად დასახელდა.

“ქართული ოცნების მეათე ნომრად წარმოგიდგენთ მაია ბითაძეს. მაია ბითაძე არის სამართლის დოქტორი, სამართლის და გარემოს დაცვის საკითხების გამორჩეული სპეციალისტი, მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, სახელმწიფო მმართველობასა და უნივერსიტეტებში მუშაობის ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება. მაია ბითაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ის გუნდს 2014 წელს შემოუერთდა, 2017 წლიდან კი თბილისის მერის მოადგილის პოზიციას იკავებს, მაია ბითაძე მნიშვნელოვნად გააძლიერებს გუნდს” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. ამასთან, ცნობილია, ვინ მოხვდა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულში.

20 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

31 აგვისტოს კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნების გამოცხადების აქტს ხელი მოაწერა და საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.