ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ნეიტრალური წევრების არჩევა მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირება იყო.
სხდომა დაატოვებინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ წევრ დავით მჟავანაძეს, თუმცა, მანამდე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კომისიის წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რასაც ასევე ხმაური მოჰყვა.
ოპოზიციის განცხადებით, კომისიის წევრები საოლქო კომისიას წინასწარ ჰყავს შერჩეული. აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში.
https://www.youtube.com/watch?v=qbrGEvnKJpM&feature=emb_title
ტანას ხეობაში, სოფელ ბობნევში "ქართულმა ოცნებამ" "მარის ფაცხებში" იქეიფა - ეს მაშინ, როცა ქვეყანაში კორონაპანდემია მძვინვარებს და ოკუპანტები ხურვალეთში მავთულხლართებს ავლებენ. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მერის წარმომადგენლებიც. გორის მერი ამბობს, რომ ამ სოფელში საღამოს საათებში თავადაც იმყოფებოდა, მაგრამ ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.
მისივე თქმით, "ოცნების" ქეიფის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან თავად იქ არ ყოფილა.
ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი ცრუობს და ქეიფზე თავადაც...
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, გუშინ ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ენგურის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა, სადაც ორი წლის განმავლობაში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
,,თამარ მეფის ქუჩა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენს, წლების განმავლობაში ავარიული იყო და ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა, დღეს სრულად რეაბილიტირებულია და საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მოწესრიგებულია ტროტუარები და...
საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის შესახებ კანონის პროექტი წარადგინა, რომელიც ახალი სტანდარტების დამკვიდრებას გულისხმობს. კანონპროექტი გარემოს აღდგენასა და მის პირველ მდგომარეობაში მოყვანას დამბინძურებელს ავალდებულებს. ამის შესახებ on.ge წერს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს, ამ კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, "დამბინძურებელი იხდის" პრინციპის შესაბამისად.
კანონით 45 000 ლარამდე საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული. კანონპროექტის მიხედვით, მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ პირმა...
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
როგორც უწყებაშია ცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ მატანის შესასვლელთან და გასასვლელთან საველე კარვები ააწყვეს.
საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგი პოლიციამ უწყვეტ...
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფონ რასმუნსენის შემოთავაზების საპასუხოდ, „არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის საერთაშორისო პრინციპებს“ შეუერთდა.
პარტიის ცნობით, აღნიშნული პრინციპები შემუშავებულია „სანდო არჩევნების ტრანსატლანტიკური კომისიის“ მიერ, რომელიც 2018 წელს დაარსდა რასმუსენის, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის, მექსიკის პრეზიდენტის ფილიპ კალდერონის, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტომას ილვესის და სხვა აღიარებული ლიდერების მიერ.
"აღნიშნული დოკუმენტის ქვაკუთხედია პრინციპი -...
"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე, კახა კუკავა კენჭს ვაკის რაიონში იყრის – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, პარტიის თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქვემო იმერეთის (წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხობი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდება.
პარტიის ცნობით, უახლოეს მომავალში "თავისუფალი საქართველო" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოცდაათივე ოლქში წარადგენს.
ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ასევე კენჭს იყრიან ელენე ხოშტარია "ევროპული საქართველოდან", ნოდარ ტურძელაძე - "ქართული ოცნებიდან", ლევან კობერიძე - "ლელოდან".
საქართველოში 2020...
„ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ქცევის კოდექსს მოაწერენ ხელს, რომელიც მათ მიერ არის შემუშავებული. როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულით ოპოზიციის წარმომადგენლები სამართლიანი თამაშის წესებზე თანხმდებიან.
„დღეს არის ოპოზიციის მორიგი შეხვედრა. ბევრი პარტია დღეს ვაწერთ ხელს ქცევის კოდექსს, რომლითაც ვთანხმდებით სამართლიანი თამაშის წესებზე არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს, თუმცა სამწუხაროა ის, რომ "ქართული იქნება" არ...
წინა სტატია
„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსს“ უერთდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი მთელ რიგ მნიშვნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს ითვალისწინებს.
„ჩართულები ვიყავით ამ დოკუმენტის შემუშავებაში. გვქონდა რამდენიმე შენიშვნა, რომელიც გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ეს შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებასა და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების ქცევის კოდექსი გაასაჯაროვა.
კოდექსის მიხედვით, პარტიები აღიარებენ სამართლიანობის პრინციპების დაცვის, დემოკრატიული დიალოგისა და ერთმანეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. გარდა ამისა, ისინი თანხმდებიან შემდეგზე:
დაიცავენ ყველა პოლიტიკური პარტიის, კანდიდატისა და ამომრჩევლის უფლებებს.
ექნებათ ღირსეული და სამართლიანი კონკურენცია.
არ გამოიყენებენ უკანონოდ მოპოვებულ ან/და ყალბ ინფორმაციას ხვა კანდიდატების შესახებ.
მედიასაშუალებებს არ მიაწვდიან ცილისმწამებლურ, დაუსაბუთებელ ცნობებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების შესახებ.
ქცევის კოდექსი არის...
წინა სტატია
"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ქედაში პროდუქტს არიგებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ქედაში, "ოცნების" ოფისში უკვე მიტანილია საკვები, რომელსაც მოსახლეობას დღეს დაურიგებენ. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
როგორც ტარიელ ნაკაიძე ამბობს, ხელისუფლება მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ხმების მოგროვებას ამ გზით ცდილობს. ნაკაიძე მოსახლოებას მოუწოდებს არ აიღოს ხელისუფლების დარიგებული პროდუქტი, რადგან როგორც ის...
„პატრიოტთა ალიანსმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სია წარადგინა.
სიის პრეზენტაცია ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე გაიმართა. პარტიამ სიის პირველი 25 წევრი წარადგინა. ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატად ნონა ასათიანი დასახელდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის კანდიდატები არიან: 1. ირმა ინაშვილი; 2. გიორგი ლომია; 3. გოჩა თევდორაძე; 4. ავთანდილ ენუქიძე; 5. ზაზა (გელა) მიქაძე; 6. ნანა დევდარიანი; 7. ფრიდონ ინჯია; 8. დავით ზილფიმიანი; 9. ცისანა სეფიაშვილი;...
ისნის რაიონის გამგეობა "ლელოს" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლანა გალდავას მიერ, ნოე ხომერიკის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ლელოს“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადება, თითქოს ხომერიკის ქუჩაზე გზა ორი წლის განმავლობაში ვერ დაიგო და სარეაბილიტაციო სამუშაოები შრომის უსაფრთხოების დარღვევით მიმდინარეობს, სიცრუეა.
„გვინდა გამოვეხმაუროთ "ლელოს" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ, ნოე ხომერიკის...
წინა სტატია
გიორგი ბოტკოველის მეუღლე ხათუნა გალდავა ცესკო- ში მუშაობს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე. როდესაც საუბარს იწყებ სხვაზე, ჯერ უნდა დაიწყო ახლო ნათესავებით და ოჯახის წევრებით“, – ასე გამოეხმაურა თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე.
„დღეს, თურმე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს გაუკეთებია განცხადება,...
სტატიის გაგრძელება
„ის კომისიები, რომლებიც დღეს აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიამ და უნდა იმუშაონ ვითომ, ნეიტრალური პოზიციიდან, რა თქმა უნდა ვერ იქნებიან მიუკერძოებლები. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ ვისაც თქვენ ახლა ენდობით, სწორედ ის ადამიანები იქნებიან, ვინც განაჩენს გამოგიტანენ 31 ოქტომბერს“, – განაცხადა მედიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში გიორგი ბოტკოველმა.
ბოტკოველი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, სოფელ ჯორჯიაშვილსა და ბოგვში პროექტი ხორციელდება, მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების შედეგად, ორი სოფლის 1500-მდე მცხოვრები 24 - საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 466 323 ლარს შეადგენს, პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელები, ასევე დამონტაჟდა მრიცხველები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის დრენაჟის,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































