ტანას ხეობაში, სოფელ ბობნევში “ქართულმა ოცნებამ” “მარის ფაცხებში” იქეიფა – ეს მაშინ, როცა ქვეყანაში კორონაპანდემია მძვინვარებს და ოკუპანტები ხურვალეთში მავთულხლართებს ავლებენ. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მერის წარმომადგენლებიც. გორის მერი ამბობს, რომ ამ სოფელში საღამოს საათებში თავადაც იმყოფებოდა, მაგრამ ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.
მისივე თქმით, “ოცნების” ქეიფის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან თავად იქ არ ყოფილა.
ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი ცრუობს და ქეიფზე თავადაც მივიდა. ბადრი ბასიშვილის თქმით, თავზარაშვილმა ზონის კოორდინატორებსა და მერიის წარმომადგენლებს პარტიული დავალებები მისცა და სუფრის ხარჯებიც თავად უზრუნველყო.