ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური წევრების არჩევის დროს ხმაური და დაპირისპირება იყო

1098

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ნეიტრალური წევრების არჩევა მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირება იყო.

სხდომა დაატოვებინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ წევრ დავით მჟავანაძეს, თუმცა, მანამდე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კომისიის წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რასაც ასევე ხმაური მოჰყვა.

ოპოზიციის განცხადებით, კომისიის წევრები საოლქო კომისიას წინასწარ ჰყავს შერჩეული. აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში.