პოლიტიკური პარტიები ქცევის კოდექსი 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის – ცესკო დოკუმენტს ასაჯაროვებს

375

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების ქცევის კოდექსი გაასაჯაროვა. 

კოდექსის მიხედვით, პარტიები აღიარებენ სამართლიანობის პრინციპების დაცვის, დემოკრატიული დიალოგისა და ერთმანეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. გარდა ამისა, ისინი თანხმდებიან შემდეგზე:

  • დაიცავენ ყველა პოლიტიკური პარტიის, კანდიდატისა და ამომრჩევლის უფლებებს.
  • ექნებათ ღირსეული და სამართლიანი კონკურენცია.
  • არ გამოიყენებენ უკანონოდ მოპოვებულ ან/და ყალბ ინფორმაციას ხვა კანდიდატების შესახებ.
  • მედიასაშუალებებს არ მიაწვდიან ცილისმწამებლურ, დაუსაბუთებელ ცნობებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების შესახებ.

ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, პროგრამაზე ორიენტირებული კამპანიის წარმოება და საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის თანაბარი პირობებით უზრუნველყოფა – ნათქვამია საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კოდექსი შეიმუშავა შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ: პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.