“თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავა კენჭს ვაკის რაიონში იყრის – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, პარტიის თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქვემო იმერეთის (წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხობი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდება.
პარტიის ცნობით, უახლოეს მომავალში “თავისუფალი საქართველო” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოცდაათივე ოლქში წარადგენს.
ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ასევე კენჭს იყრიან ელენე ხოშტარია “ევროპული საქართველოდან”, ნოდარ ტურძელაძე – “ქართული ოცნებიდან”, ლევან კობერიძე – “ლელოდან”.
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.