"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის.
როგორც ის Facebook-ზე წერს, არ ელოდა, რომ "პატრიოტთა ალიანსი" კონკურენტს დაუეყენებდა. მისივე თქმით, არ უნდა, "ლიბერასტების" წინააღმდეგ ბრძოლას ხელი შეუშალოს.
"მოგეხსენებათ, რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად. გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა. ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით არჩევნებზე სიცხის დაფიქსირების მიუხედავად ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ შეეზღუდება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. როგორც ჟვანია ამბობს, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ცდილობენ ისეთი წესები შეიმუშავონ, რომელიც არ შეზღუდავს ამომრჩეველს და ამავე დროს მის უსაფრთხოებას დაიცავს.
"პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შევთანხმდით, რომ ამომრჩევლებს, მიუხედავად სიცხის დაფიქსირებისა, ვერ შევუზღუდავთ...
აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდი მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს 506.000 აშშ დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრების პროექტი გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა წარმოადგინა და მის განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მცხეთის ჯვრის ტაძრის დასაცავად.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი ეწვევიან ჯვრის მონასტერს, რათა...
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მომავალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული გაზიფიცირება დასრულდება. ამის შესახებ მან სოფელ დიდინეძსა და დიდინეძის კახათში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
„სოფელ დიდინეძში ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს. უშუალო საუბარი გვქონდა, მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად გაზიფიცირება დაასახელა. ზუგდიდში 4 ადმინისტრაციული ერთეულია დარჩენილი ბუნებრივი აირის გარეშე, თუმცა მომავალ წელს მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირება დასრულდება. ბევრი შეკითხვა იყო სოფლის მეურნეობის...
მმართველი გუნდის ყოფილი "ამბოხებული" დეპუტატი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბლოკის წევრი, კახა ოქრიაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. მისი აზრით, ასე იმიტომ მოხდება, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებების დროს ბოლომდე მაჟორიტარულ არჩევნებს უჭერდა მხარს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
დარწმუნებული ვარ, რომ მე გავიმარჯვებ და რატომ იცით?! იმიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ერთადერთი ადამიანი ვარ ვინც ბოლომდე ვიცავდი მაჟორიტარულ არჩევენებს და ჩემებმა ყველა...
"ქართული ოცნება" საარჩევნო აგიტაციაში მცირეწლოვნებს იყენებს, - ამის ამსახველ ვიდეომასალას "ტელეკომპანია პირველი" ავრცელებს.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/371194184245957/UzpfSTEwMDAwMjAwMDcxMjA1MTpWSzoxNDg3MDE2ODk4MzUzNTQx/?multi_permalinks=1487016898353541¬if_id=1600179391815837¬if_t=group_activity
"ხალხის პარტიამ“, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „დემოკრატიული საქართველო“ და „ქართულმა დასმა“ ერთ ბლოკში გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ გააკეთა.
მისი განმარტებით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ერთიანი საარჩევნო სიით, კოალიცია „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ სახელით იქნებიან წარმოდგენილები.
დღევანდელ პრეზენტაციას „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე, იურისტი ლექსო კობაიძე და საზოგადოებრივი მოძრაობა „დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი დაესწრნენ.
როგორც კოალიციის წევრებმა განაცხადეს, დღეიდან ისინი...
რუსთავის ე.წ. პირამიდის სარეაბილიტაციოდ, წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე კომპანია “ქონსთრაქშენ სერვისის” ტექნიკაა მობილიზებული.
ტვ4-ის ცნობით, რუსთავის მერიის დაკვეთით, პირამიდის ტერიტორია ქვიშის ჭავლური აპარატით გაიწმინდება. სამუშაოები ათი დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
4 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა “პირამიდის” იჯარით გადაცემის საკითხზე უკვე იმსჯელეს და დადებითად გადაწყვიტეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სივრცით დაინტერესებული “აჭარა ჯგუფის” მფლობელი, თემურ უგულავაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბიზნესმენი ტერიტორიაზე ახალგაზრდული სივრცის მოწყობას გეგმავს.
რუსთავის ინოვაციების ჰაბის მიერ გამოცხადებული ბიზნეს სტარტაპების კონკურსის პირველი ეტაპი, განცხადებების მიღება, დასრულდა. კონკურსში სულ 25 განაცხადია მიღებული. ამის შესახებ ტვ4-ს რუსთავის ინოვაციების ჰაბის თავმჯდომარემ, რეზო ბარბაქაძემ, განუცხადა.
"შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ამ განაცხადების პირველადი ფილტრაცია, საიდანაც ჩვენ შევარჩევთ 8-10 განაცხადს და ამ განაცხადის ავტორებს, მათ გუნდებს ჩაუტარდებათ პრეაქსელერაციის პროცესს, რომელიც ამ თვის ბოლოდან დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება. შემდგომში...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბესო ქათამაძე, გურიის რეგიონში" ქართულიოცნების" მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს ვასილ ჩიგოგიძეს აკრიტიკებს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
"სკოლებში ბავშვების გაშვება საშიშიაო - გვიმტკიცებენ მეოცნებეები, ამ დროს წინასაარჩევნო შეხვედრებზე, გურიის ყველა პარტიას მორგებული ქოცი კანდიდატი, ყოველდღიურად ჯგუფურად კრებს ბავშვებს ფოტო სესიებისთვის,"- აცხადებს ქათამაძე.
73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 657 საარჩევნო უბანში არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საუბნო საარჩევნო კომისიის 21 894 წევრი აირჩა, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შედეგების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს, ვინც კანონმდებლობის...
რუსთავის მერიას პენსიონერები 100 ლარიანი დახმარების მისაღებად მიმართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერიის აპარატის უფროსი ავრცელებს.
ნინო ნიკოლავას განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტს მსგავსი სახის დახმარება არ აქვს პროგრამაში, შესაბამისად არსებობს ეჭვი, რომ გაურკვეველ პირებს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ და ცრუ ინფორმაციას შეგნებულად აწვდიან მათ.
“ბოლო პერიოდში მერიის სამოქალაქო მისაღებში იმატა პენსიონერთა თხოვნამ, მერიის მხრიდან 100 ლარიანი სოციალური დახმარების გაცემის მოთხოვნით. აღვნიშნავთ, რომ...
ნინოწმინდის მერია, 14 სექტემბრიდან დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, საჯარო უწყების თანამშრომლების 70% დისტანციურად იმუშავებს, ადგილობრივ თვითმმართველოაში აცხადებენ, რომ რეკომენდაცია მთავრობის უწყებათაშორისი კომისიისგან მიიღეს.
„ჩვენ ყველა რეკომენდაციას, რასაც გვაძლევს უწყებათაშორისი კომისია ვიცავთ, პარასკევს მივიღეთ ეს რეკომენდაცია და დღეიდან გადავედით დისტანციურ რეჟიმზე. უწყების თანამშრომლების 30% ივლის სამსახურში, დანარჩენები კი დისტანციურად იმუშავებენ. ასე ვიქნებით ახალი რეკომენდაციის მიღებამდე“,- აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ანივარდ მოსოიანი.
საქართველოში კორონავირუსით იფიცირების...
სამგორის რაიონის გამგეობა თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს ახორციელებს.
თვალჭრელიძის ქუჩა შემოვლითი გზაა, რომელიც ტრანსპორტს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ გავლის გარეშე, კახეთის გზატკეცილიდან ვარკეთილის მეურნეობას აკავშირებს. თვალჭრელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ დაგებულა, ამჟამად კი, სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. ამ ეტაპზე, დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება, ასევე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები;
თვალჭრელიძის ქუჩაზე 17 900...
ქუთაისში, 15 სექტემბერს დილიდან წერეთლის ქუჩის ერთი მონაკვეთი გადაიკეტება.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"15 სექტემბერს ქუთაისში ვიწყებთ წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციას, ილ. ჭავჭავაძის გამზირიდან ფოთის ქუჩის კვეთამდე. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, დილიდანვე დაიკეტება გზის აღნიშნული მონაკვეთი და შეიზღუდება საავტომიბილო მოძრაობა"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამუშაოებისათვის ამ ეტაპზე ერთი თვის ვადა განისაზღვრა.
გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკის ძალა ერთობაშიას პარტიული სია არჩევნებზე 5 ნომრით გავა, - ამის შესახებ TV პირველის ეთერში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ისაუბრა, რომლის პარტიაც აღნიშნულ ბლოკში დღეს გაერთიანდა.
"სია იქნება ხუთი ნომრით. ეს იქნება გაერთიანებული ოპოზიცია— ძალა ერთობაშიას სახელწოდებით, ნაციონლური მოძრაობის ირგვლივ გაერთიანებული პარტიები", — აღნიშნა სამნიძემ.
იგი ამბობს, რომ სია დაკომპლექტების რეჟიმშია და უახლოეს პერიოდში სიაში შემავალი პოლიტიკოსების ვინაობას გავიგებთ.
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბლოკში გაერთიანებაზე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მთავარი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































