ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესო ქათამაძე, გურიის რეგიონში” ქართულიოცნების” მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს ვასილ ჩიგოგიძეს აკრიტიკებს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
“სკოლებში ბავშვების გაშვება საშიშიაო – გვიმტკიცებენ მეოცნებეები, ამ დროს წინასაარჩევნო შეხვედრებზე, გურიის ყველა პარტიას მორგებული ქოცი კანდიდატი, ყოველდღიურად ჯგუფურად კრებს ბავშვებს ფოტო სესიებისთვის,”- აცხადებს ქათამაძე.