ნინოწმინდის მერია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

1268

ნინოწმინდის მერია, 14 სექტემბრიდან დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, საჯარო უწყების თანამშრომლების 70% დისტანციურად იმუშავებს, ადგილობრივ თვითმმართველოაში აცხადებენ, რომ რეკომენდაცია მთავრობის უწყებათაშორისი კომისიისგან მიიღეს.

„ჩვენ ყველა რეკომენდაციას, რასაც გვაძლევს უწყებათაშორისი კომისია ვიცავთ, პარასკევს მივიღეთ ეს რეკომენდაცია და დღეიდან გადავედით დისტანციურ რეჟიმზე. უწყების თანამშრომლების 30% ივლის სამსახურში, დანარჩენები კი დისტანციურად იმუშავებენ. ასე ვიქნებით ახალი რეკომენდაციის მიღებამდე“,- აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ანივარდ მოსოიანი.

საქართველოში კორონავირუსით იფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 562-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტები 1 381–ია. გარდაცვლილია – 19 ადამიანი.