“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის.
როგორც ის Facebook-ზე წერს, არ ელოდა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” კონკურენტს დაუეყენებდა. მისივე თქმით, არ უნდა, “ლიბერასტების” წინააღმდეგ ბრძოლას ხელი შეუშალოს.
“მოგეხსენებათ, რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად. გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა. ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ. სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი!
ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში, რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ. მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი”, – წერს ბრეგაძე.
“პატრიოტთა ალიანსმა” მაჟორიტარობის კანდიდატად გლდანში მერაბ ჭიქაშვილი დააყენა. ამ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატი ლევან კობიაშვილია, ოპოზიციის საერთო კანდიდატი – ნიკა მელია, “ლელოს” – გიგლა მიქაუტაძე, პარტიის “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” – ლაშა გიორგაძე.