თბილისში თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

1099

სამგორის რაიონის გამგეობა თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს ახორციელებს. 

თვალჭრელიძის ქუჩა შემოვლითი გზაა, რომელიც ტრანსპორტს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ გავლის გარეშე, კახეთის გზატკეცილიდან ვარკეთილის მეურნეობას აკავშირებს. თვალჭრელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ დაგებულა, ამჟამად კი, სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. ამ ეტაპზე, დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება, ასევე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები;

თვალჭრელიძის ქუჩაზე 17 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი. პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, 22 810 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდება. 

სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 065 000 ლარია, გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ენდი როუდი“ ასრულებს. პროექტი 2020 წლის მარტში დასრულდება.