სოფელ გობრონეთში წყლის პრობლემაზე საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად სოფელს სარწყავი წყალი არ აქვს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პრობლემის შესახებ დღეს მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატებს ესაუბრნენ. მიშა ბოლქვაძემ საკითხის მოუგვარებლობაში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი დაადანაშაულა, რადგანაც მისი თქმით სწორედ დეპუტატობის ახლობლებთან დაკავშირებულმა კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები.
ქედის მერიაში განაცხადეს, რომ წლების წინ გაკეთებული წყლის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული, რომელსაც რეაბილიტაცია...
არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო ზომები იქნება მიღებული, სადაც მოქალაქეები ხმის მიცემას შეძლებენ.
" ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და შრომითი უსაფრთხოება დეტალურად მუშაობს თითოეული პარტიის წარმომადგენელთან,...
პრემიერმნისტრ, გიორგი გახარიას თქმით, პირველ ეტაპზე ლოქდაუნები და საგანგებო სიტუაციის გამოცცხადება იმიტომ გადაწყდა, რომ ათეულობით მოსახლეობის სიცოცხლე გადაერჩინათ და ანაკლები ზიანი მიდგომოდა ეკონომიკას. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ცოდნა არ არსებობდა ვირუსის შესახებ, ასევე, ვირუსის დროში გავრცელების შესახებ. დრო უნდა მოგვეგო და ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს ცოდნა უფრო მაღალია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება", — განაცხადა გიორგი...
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ იქნება. გახარიას თქმით, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება.
"ბოლო პერიოდში ინფიცირების აშკარა ზრდის ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა, სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან,...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას ინფორმაციით, 120 ბავშვზე გათვლილ თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობას აზერბაიჯანული ნავთობის კომპანია “სოკარი” განახორციელებს.
“უახლოეს პერიოდში ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის შენობა გვექნება, რომელიც უზრუნველყოფს მომავალი თაობისთვის ღირსეული პირობების შექმნას” – განაცხადა კახა ჯამბურიამ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩების მიმდებარე უბნის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 29 სექტემბრამდე შეეძლებათ. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში უნდა დაასრულოს.
,,ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. სამუშაოების...
წინა სტატია
ევროპაში ერთი სახელმწიფო მაინც დაგვისახელონ, სადაც პანდემიისას სოციალური დახმარებები არ გაიცემოდა, დანარჩენი ნონსენსია, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშს.
კობახიძის განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოში, წელს არჩევნები ტარდება, ხელისუფლება მოსახლეობას შემწეობების გარეშე ვერ დატოვებდა.
„ევროპაში ერთი სახელმწიფო მაინც დაგვისახელონ, სადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პანდემიის პირობებში სოციალური დახმარებები არ გაიცემოდა და მაშინ ამ ჩანაწერს...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში ბავშვებმა სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში განაახლეს. ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითრების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით ტაბიძემ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა დაათვალიერეს.
„60 ბავშვზე გათვლილი სკოლა...
„თავისუფალი საქართველოს“ ინტერესებს, ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამველ ეღიაზარიანი დაიცავს.
პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ახალქალაქში “ფეოდალური მმართველობა უნდა დასრულდეს” და ძალაუფლება ხალხს გადაეცეს.
„სამველ ეღიაზარიანი ის პრინციპული ადამიანია, რომელიც „თავისუფალ საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნებში წარმოადგენს. მჯერა, ადგილობრივი მოსახლეობა მას კარგად იცნობს, ამიტომ სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებთ, რის შედეგადაც ჩვენი კანდიდატი მომავალ საკანონმდებლო ორგანოში ახალქალაქელების ინტერესებთან ერთად, სრულიად საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს დაიცავს“,- ასე...
ყვარლის მუნიციპალიტეტში წყლის ხარისხის პრობლემაზე საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, საკითხის მოსაგვარებლად მილიონობით ლარი უშედეგოდ იხარჯება. მათივე ინფორმაციით, ამ პრობლემაზე ისინი უკვე წლებია, საუბრობენ, თუმცა, უშედეგოდ. ადგილობრივებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით მიხეილ სააკაშვილს "დაავალე მიშას" კამპანიის ფარგლებში მიმართეს. ამ თემაზე სიუჟეტს მთავარი ავრცელებს.
''დაავალე მიშას'' - კამპანიის პირველი დღე, რომელიც შიდა ქართლში გუშინ დაიწყო, საკმაოდ დატვირთული იყო. "ნაციონალური მოძრაობა" ამ ღონისძიების ჩატარებას ქვეყნის...
ჩვენ რამდენიმე თვეა გვესმის სპეკულაცია, რომ „ქართულ ოცნებას" უნდა არჩევნების გადადება, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან პოლიტიკურ პარტიებს სპეკულაციების ნაცვლად, არჩევნებისთვის მომზადება ურჩია.
„არჩევნები ჩატარდება სათანადო დროს, ეს არის 31 ოქტომბერი, როგორც ეს არის გაწერილი კონსტიტუციით. ჩვენ არ გვაქვს ახლა იმის ფუფუნება, რომ „ლოქდაუნი“ გამოვაცხადოთ. შესაბამისად, არჩევნებიც ჩატარდება 31 ოქტომბერს და ყველას ვურჩევ, სპეკულაციების...
კანალიზაცია, ელექტროგაყვანილობა, სათამაშო მოედნის არ არსებობა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც ქალაქ მარნეულში რუსთაველის N33 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ კანალიზაციის მილები ხშირად იჭედება, რის გამოც არასასიამოვნო სუნი აწუხებთ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
გარდა კანალიზაციისა, ორ თვეზე მეტია, რაც სხვა დანარჩენი პრობლემისს შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას წერილით მიმართა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ ნანა ჩუბინიძემ. როგორც ის, რადიო „მარნეულთან“...
მარნეულის მერია მუნიციპალიტეტში სამი მინისტადიონის მოწყობასა და ოთხი მინისტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ სტადიონების მოწყობისათვის ოთხი ტენდერი 16 სექტემბერს გამოაცხადა. სამი ტენდერის მიხედვით, სოფელ აზაზქენდში და წერაქვში და ქალაქ მარნეულში ბაქოსა და შარიფოვის ქუჩების კვეთაზე კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი მოეწყობა.
თითოეული სტადიონის მოწყობისათვის მერია 67 796 ლარის დახარჯვას აპირებს. ჯამში, სამივე სტადიონის მოსაწყობად 203 388 ლარს დახარჯავს....
ხაშურის მერიის ცნობით, 3 სოფელი მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილს მოწყვეტილია. 2020 წლის 14 სექტემბერს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა სიტუაცია ადგილზე შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ხიდის დამჭერები გაწყვეტილია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"ხიდით სარგებლობს სოფლის მოსახლეობა, შესაძლებელია ხიდის სავალი ნაწილის დარჩენილი დამჭერების დაწყვეტა, რაც გამოიწვევს ხიდის მოშლას და სავარაუდოდ სავალი ნაწილის ვარდნას. მოსახლეობა ითხოვს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მოეწყოს მდინარეზე გადასასვლელი ხიდი,...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.
მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შუალედური ანგარიში 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს მოიცავს და მასში მოცემულია...
„ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს - ქუთაისი გახდება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ და პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტში ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
რომან გოცირიძის თქმით, ეს კანონპროექტი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოკომოტივი გახდება. გოცირიძის თქმით, კანონპროექტი ასევე გახდება „ნაციონალური მოძრაობის" და მისი მაჟორიტარი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ქუთაისში საარჩევნო პროგრამის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































